მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„აშშ-მა უნდა გადაამოწმოს რუსეთის მხრიდან დეესკალაციის პოტენციური ნაბიჯის შესახებ განცხადებები“ - აშშ-ის ელჩი ნატოში

აშშ-იის ელჩი ნატოში

შეერთებულმა შტატებმა ჯერ უნდა გადაამოწმოს რუსეთის მხრიდან დეესკალაციის პოტენციური ნაბიჯის შესახებ განცხადებები, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში, ჯულიანა სმიტმა განაცხადა.

„ჩვენ დღეს აღვნიშნეთ, რომ რუსეთი აცხადებს, რომ ისინი დეესკალაციისკენ მიდიან. ჩვენ ვაკვირდებით სიტუაციას. უნდა გადავამოწმოთ, შეესაბამება თუ არა ეს სიმართლეს“, - აღნიშნა ჯულიან სმიტმა.

ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე საუბრისას სმიტმა, ასევე აღნიშნა, რომ რუსეთმა მსგავსი განცხადება დეკემბრის დასაწყისშიც გააკეთა დაძაბულობის პოტენციურ დეესკალაციასთან დაკავშირებით, მაგრამ ეს მოგვიანებით მცდარი აღმოჩნდა. 

„როდესაც გადავამოწმეთ ეს ინფორმაცია, მცდარი აღმოჩნდა. მას შემდეგ ჩვენ ვხედავთ მხოლოდ რუსული ძალების მოძრაობას საპირისპირო მიმართულებით“, - განაცხადა ჯულიან სმიტმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა აღიარა ზოგიერთი რუსული ჯარის დაბრუნება თავის ბაზებზე და პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ ეს არის „ნორმალური პროცესი“ სამხედრო წვრთნების დასრულების შემდეგ.

„რუსეთმა ჩაატარა და განაგრძობს სამხედრო წვრთნებს რუსეთის ფედერაციის მთელ ტერიტორიაზე - ეს არის მიმდინარე პროცესი, როგორც მსოფლიოს ყველა ქვეყანაში“, - დასძინა მან.

იხილეთ აგრეთვე:

🔴 რუსეთის დუმამ პუტინს დონეცკის და ლუგანსკის „რესპუბლიკების“ აღიარების თხოვნით მიმართა

🔴 საკუთარი თვალით რომ დავინახავთ, მერე დავიჯერებთ - კულება უკრაინის საზღვრიდან რუსული ჯარის გაყვანის დაწყებაზე

🔴 რუსეთში ქვედანაყოფების ნაწილი დისლოკაციის ადგილებში ბრუნდება - რუსეთის თავდაცვის სამინისტრო 

🔴 ოლაფ შოლცი რუსულ „პისიარ“ ტესტს არ გაიკეთებს

🔴 ბაიდენი ამ ეტაპზე უკრაინაში ვიზიტს არ გეგმავს - თეთრი სახლი

🔴 „შეერთებული შტატები შესაძლოა, უკრაინაში პროვოკაციას ამზადებდეს“ - დიმიტრი პოლიანსკი

🔴 „ნატო კვლავაც მზადაა რუსეთთან დიალოგისთვის“- იენს სტოლტენბერგი

🔴 რუსეთს უკრაინაში შეჭრის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია - პენტაგონი

🔴 „ჩვენ გვეუბნებიან, რომ 16 თებერვალი თავდასხმის დღე იქნება“ - ზელენსკი