მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსეთში ქვედანაყოფების ნაწილი დისლოკაციის ადგილებში ბრუნდება - რუსეთის თავდაცვის სამინისტრო (ვიდეო)

რუსული ჯავშანტექნიკა

დასავლეთ და სამხრეთ სამხედრო ოლქების ქვედანაყოფები წვრთნების დასრულების შემდეგ მუდმივი დისლოკაციის ადგილებში ბრუნდებიან სარკინიგზო და საავტომობილო ტრანსპორტის მეშვეობით, ამის შესახებ „ინტერფაქსს“ რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცნობეს. 

„წვრთნებით დაგეგმილი ამოცანების შესრულების შემდეგ სამხრეთ და დასავლეთ სამხედრო სამხედრო ოლქების ქვედანაყოფები სარკინიგზო და საავტომობილო ტრანსპორტით დღეს სამხედრო გარნიზონებში დაბრუნებას დაიწყებენ. გარკვეული ნაწილები სამხედრო ბაზებზე საკუთარი სვლით დაბრუნდებიან“, - განაცხადა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა იგორ კონაშენკოვმა.

მისი თქმით, წვრთნებმა „გეგმის მიხედვით ჩაიარა“.

კონაშენკოვმა, ასევე, აღნიშნა, რომ გარკვეულ ადგილებში წვრთნები გრძელდება. ასე, მაგალითად, ბელარუსში ერთობლივი წვრთნები 20 თებერვლამდე გაგრძელდება. იქ სამოკავშირეო სახელმწიფოს წინააღმდეგ პირობითი მოწინააღმდეგის შეტევის მოგერიების მანევრები ტარდება.

განცხადება იმის შესახებ, რომ რუსეთი დასავლეთის მიმართულებიდან შეიარაღებული ძალების ნაწილს ბაზებზე აბრუნებს, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმაც გაავრცელა.

ცნობისთვის, 2021 წლის ნოემბრიდან დასავლეთის ქვეყნების დაზვერვა უკრაინის საზღვართან რუსეთის შეიარაღებული ძალების კონცენტრაციის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს, რაც ნატოსა და აშშ-ის აზრით უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ახალი აგრესიისთვის მზადებას შეიძლება ნიშნავდეს. 11 თებერვალს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინას, სავარაუდოდ, 16 თებერვალს დაესხმება. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔴 „ბელარუსმა დაგვარწმუნა, რომ მისი ტერიტორიიდან უკრაინაზე შეტევა არ განხორციელდება“ - ალექსეი რეზნიკოვი

🔴 ბაიდენი ამ ეტაპზე უკრაინაში ვიზიტს არ გეგმავს - თეთრი სახლი

🔴 უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში იაპონია რუსეთს სანქციებს დაუწესებს

🔴 „შეერთებული შტატები შესაძლოა, უკრაინაში პროვოკაციას ამზადებდეს“ - დიმიტრი პოლიანსკი

🔴 რუსეთს უკრაინაში შეჭრის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია - პენტაგონი

🔴 „ჩვენ გვეუბნებიან, რომ 16 თებერვალი თავდასხმის დღე იქნება“ - ზელენსკი

🔴 „უკრაინა-რუსეთს შორის ომი თუ დაიწყო, რუსები ჩვენი პორტების ბლოკირებას მოახდენენ“ - კახა გოგოლაშვილი