მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„აშშ მიზანმიმართულად ცდილობს, ტაივანის სრუტეში პროვოკაცია მოაწყოს“ - ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ვან ი

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ვან ი შეერთებულ შტატებს ტაივანის სრუტეში „პროვოკაციის“ მოწყობაში ადანაშაულებს. 

მისი თქმით, ზოგიერთი პირადი ინტერესებით შეპყრობილი ამერიკელი პოლიტიკოსი „ცეცხლთან თამაშობს“. 

„შეერთებულ შტატები მიზანმიმართულად ცდილობს, რომ ტაივანის სრუტეში ხელოვნური პროვოკაცია მოაწყოს. 

ტაივანის საკითხთან დაკავშირებით ამერიკული მხარის მიერ მისი ვალდებულებების დარღვევა სამარცხვინოა და ამ ყველაფერს შეუძლია, რომ აშშ რეპუტაციის დანგრევასთან ერთი ნაბიჯით დააახლოოს.

ზოგიერთი ამერიკელი პოლიტიკოსი მხოლოდ საკუთარ ინტერესებზე ზრუნავს და ღიად თამაშობს ცეცხლთან ტაივანის საკითხზე“, - განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. 

ცნობისთვის, აშშ-ჩინეთს შორის ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც ტაივანში აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის შესაძლო ვიზიტის შესახებ გახდა ცნობილი.

19 ივლისს პეკინმა განაცხადა, რომ თუ პელოსი ტაივანს ესტუმრება, იგი შესაბამის ზომებს მიიღებს, რადგან ასეთი ვიზიტი „სერიოზულად შელახავს ჩინეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“.

ჩინეთი ტაივანს საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს, აშშ კი აცხადებს, რომ წყნარ ოკეანეში მდებარე კუნძული დამოუკიდებელი სახელმწიფოა.

შეერთებული შტატები ჩინეთს თავის მთავარ სტრატეგიულ კონკურენტს უწოდებს და ამბობს, რომ ურთიერთობების სტაბილურობის შენარჩუნება მნიშვნელოვანია, რათა უნებლიეთ იგი კონფლიქტად არ გადაიქცეს.

29 ივლისს აშშ-ისა და ჩინეთის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, რომლის დროსაც სი ძინპინმა ჯო ბაიდენს განუცხადა, რომ „ვინც ცეცხლს ეთამაშება, დაიწვება“.

1-ელ აგვისტოს ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლმა განაცხადა, რომ „თუ პელოსი ტაივანს ეწვევა, ჩინეთის არმია ჩუმად არ იჯდება“, ამ განცხადებიდან რამდენიმე საათში კი 4 ჩინური ავიაგამანადგურებელი ტაივანის საჰაერო თავდაცვის საიდენტიფიკაციო ზონაში შევიდა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

✔️ „ბირთვულ ომში გამარჯვება შეუძლებელია და ის არასდროს უნდა გაჩაღდეს“ - ენტონი ბლინკენი

✔️  „1801 წლამდე საქართველო არ არსებობდა, იგი რუსეთის ნაწილი უნდა იყოს“ - მედვედევი

✔️ უკრაინული ძალები იზიუმის მიმართულებით სავარაუდოდ, კონტრშეტევის დაწყებას შეძლებენ - ISW