ამერიკის შეერთებული შტატები მოუწოდებს ევროკავშირს დააწესოს ზღვრული ფასები რუსულ ნავთობზე და აკრძალოს მისი საზღვაო ტრანსპორტირება მესამე ქვეყნებში. კვიპროსი ასეთ აკრძალვას ეწინააღმდეგება. ამის შესახებ Bloomberg-ი წყაროზე დაყრდნობით იტყობინება. წერს epravda.
აღნიშნულია, რომ აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა ჯანეტ ელენმა მოლაპარაკება გამართა კვიპროსის ხაზინის მდივან კონსტანტინოს პეტრიდესთან.
„მათ ისაუბრეს რუსული ნავთობის ფასის ლიმიტის დაწესებაზე, რათა კრემლს აღარ ჰქონდეს შემოსავალი იმისთვის, რომ უკრაინაში ომი დააფინანსოს“, - ნათქვამია აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს განცხადებაში.
წყაროს ცნობით, შეერთებული შტატები ახორციელებს ზეწოლას კვიპროსზე, რათა აიკრძალოს რუსული ნავთობის ტრანსპორტირება მესამე ქვეყნებში კვიპროსის დროშის ქვეშ მცურავი გემებით.
გამოცემა წერს, რომ ჯანეტ ელენთან საუბრისას კვიპროსის ხაზინის მდივანმა ამგვარი აკრძალვის შესახებ შეშფოთება გამოთქვა.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
➖ „ყირიმის ხელყოფის ნებისმიერი მცდელობა რუსეთთან ომის გამოცხადებას ნიშნავს“ - მედვედევი