თეთრი სახლის ოფიციალურ წარმომადგენლებს აღარ სჯერათ, რომ უკრაინა თავისი დაკარგული ტერიტორიების სრულად დაბრუნებას შეძლებს.
ბაიდენის გუნდის წევრებმა CNN-ს განუცხადეს, რომ უკრაინის მთელი ტერიტორიის დეოკუპაცია აშშ-ისა და მისი მოკავშირეების მიერ მიწოდებული იარაღის გამოყენებითაც ძალიან რთული იქნება.
ოფიციალური პირების თქმით, ეს პესიმისტური ფიქრები იმას არ ნიშნავს, რომ აშშ, ომის დასრულების მიზნით, უკრაინაზე ზეწოლას მოახდენს და მას რუსეთისთვის ტერიტორიების დათმობას მოუწოდებს. გარდა ამისა, არსებობს იმედი, რომ სავარაუდო კონტრშეტევის შედეგად, უკრაინული ძალები წლის ბოლოს შეძლებენ, ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი დაიბრუნონ.
აშშ-ის კონგრესის თანამშრომელმა CNN-თან საუბარში აღნიშნა, რომ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება დიდწილად იარაღის მიწოდებაზეა დამოკიდებული.
„შეუძლია თუ არა უკრაინას ამ ტერიტორიების დაბრუნება, დიდწილად, თუ არა მთლიანად, დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად დიდ მხარდაჭერას გავუწევთ მათ“, - განაცხადა კონგრესის ერთ-ერთმა თანამშრომელმა.
მისივე თქმით უკრაინამ აშშ-ს ოფიციალურად სთხოვა მინიმუმ 48 მრავალჯერადი სარაკეტო სისტემის მიწოდება, მაგრამ პენტაგონი მხოლოდ 8 მათგანის გაგზავნაზე დათანხმდა.
🔴 გამოკითხვა - ენდობით თუ არა დავით არახამიას?
🔴 მოსკოვის შემოგარენში ცნობილი ბიზნესმენი და მისი ცოლი მოკლეს
🔴 „ყირიმის ხელყოფის ნებისმიერი მცდელობა რუსეთთან ომის გამოცხადებას ნიშნავს“ - მედვედევი
🔴 თურქეთში ნავთობის საბადო აღმოაჩინეს, რომლის სავარაუდო ღირებულება 1 მილიარდი დოლარია