მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ბრიუსელი ჩვენი ბოსი არ არის“ - ვიქტორ ორბანი

 უნგრეთის პრემიერ-მინისტრი

„ბრიუსელი ჩვენი ბოსი არ არის, ჩვენ დამოუკიდებელი, უნგრელი ერი ვართ“, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა. 

ვიქტორ ორბანის თქმით, ევროკავშირი ბრიუსელში არ არის, ევროკავშირი ვენაში, ბუდაპეშტსა და ვარშავაში, ბერლინსა და მადრიდშია.

„არ მინდა სხვა ევროპელებთან არევა, მაგრამ მსურს, ჩვენი შეხედულებები დავამატო საერთო ევროპულ გადაწყვეტილებას. ამიტომაც ვმონაწილეობთ ყველა გადაწყვეტილებაში, ყოველთვის ვამბობთ ჩვენს აზრს. თუ გაჩნდება პოზიცია, რომელსაც არ ვეთანხმებით, ამის შესახებ განვაცხადებთ.

ბრიუსელი ჩვენი ბოსი არ არის, ჩვენ დამოუკიდებელ, სუვერენული უნგრელი ერი ვართ. ჩვენ ერთად ვიღებთ გადაწყვეტილებებს. თუ ისინი ჩვენთვის არ არის კარგი, ჩვენ მათ ვეტყვით. თუ ისინი არ არიან კარგი და ჩვენ შეგვიძლია მათი პრევენცია, საერთო გადაწყვეტილება არ მიიღება“, - აცხადებს უნგრეთის პრემიერ-მინისტრი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

✔️ „ბირთვულ ომში გამარჯვება შეუძლებელია და ის არასდროს უნდა გაჩაღდეს“ - ენტონი ბლინკენი

✔️  „1801 წლამდე საქართველო არ არსებობდა, იგი რუსეთის ნაწილი უნდა იყოს“ - მედვედევი

✔️ უკრაინული ძალები იზიუმის მიმართულებით სავარაუდოდ, კონტრშეტევის დაწყებას შეძლებენ - ISW