მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ჩინეთს სურს, რუსეთმა უკრაინაში ომი გააგრძელოს - გიტანას ნაუსედა

ლიეტუვის პრეზიდენტი

ლიეტუვის პრეზიდენტს გიტანას ნაუსედას მიაჩნია, რომ ჩინეთი მხარს უჭერს რუსეთს უკრაინასთან ომში, მიუხედავად იმისა, რომ პეკინი ცდილობს ნეიტრალური სამშვიდობო შუამავლის როლი მოირგოს. 

გიტანას ნაუსედამ თქვა, რომ ჩინეთის როლი რუსეთის ომში უკრაინის წინააღმდეგ ახლა უფრო დესტრუქციულად გამოიყურება. 

ლიეტუვის პრეზიდენტის თქმით, რთულია პეკინის წარმოდგენა ნეიტრალურ შუამავლად.

„სამწუხაროდ, ვხედავ ჩინეთის მიზანს - გაგრძელდეს ეს ომი და კიდევ უფრო სისხლიანი გახდეს.  ასეთ ვითარებაში ჩინეთი მხარს უჭერს რუსეთს ფარული თუ ღია ფორმით“, - განაცხადა ნაუსედამ.

მანვე აღნიშნა, რომ ჩინეთმა უნდა იფიქროს იმაზე, რისი მიღწევა სურს ამ ომში.

„ჯერჯერობით, ჩინეთის როლს უფრო დესტრუქციულად ვაფასებ“, - აცხადებს გიტანას ნაუსედა. 

აგრეთვე, დაგაინტერესებთ:

📢 გორში, კომბინატის დასახლებაში, სავარაუდოდ, ხელყუმბარა იპოვეს

📢 იუსტიციის სამინისტრო სააკაშვილის მკურნალობის პროცესში უცხოელი ექიმების ჩართვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

📢 აქციები, რომელიც ტარდებოდა, ეს არის ჩემი შვილისთვის ბრძოლაც, იქ იდგა თაობა, რომელიც ცნობილია, როგორც მიშას თაობა - გიული ალასანია