მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„დასავლეთის ქმედებებმა უკრაინა და უკრაინელი ხალხი მათ მონად აქცია“ - ზახაროვა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი მარია ზახაროვა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი მარია ზახაროვა აცხადებს, რომ დასავლეთის ქმედებებმა უკრაინა მათ მიმართ „სრულიად მონურ დამოკიდებულებაში“ ჩააგდო. 

ზახაროვას სთხოვეს, კომენტარი გაეკეთებინა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ანალენა ბაერბოკის სიტყვებზე, რომელმაც თქვა, რომ რუსეთს უკრაინის სრულად დამორჩილება სურს. 

„მე შემიძლია ვუპასუხო მას, რომ მისი ქვეყნის ქმედებებმა, ევროკავშირის ქვეყნებისა და შეერთებული შტატების ქმედებებთან ერთად, უკრაინა და უკრაინელი ხალხი დამოკიდებულნი გახადეს, სრულიად მონურად დამოკიდებული დასავლეთის ქვეყნებზე“, - განაცხადა ზახაროვამ. 

აგრეთვე, დაგაინტერესებთ: 

🔴 „გაზპრომი“ „ჩრდილოეთ ნაკადი 1“-ით ევროპისთვის გაზის მიწოდებას 20%-ით ამცირებს

🔴 „მარიუპოლი 2023 წლის დასაწყისში გათავისუფლდება“ - ქალაქის მერი

🔴 ბორის ჯონსონი შესაძლოა, ნატოს გენერალური მდივანი გახდეს - The Telegraph