აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უკრაინაში არსებულ ვითარებას რესპუბლიკური პარტიის ეროვნული კომიტეტის დონორებთან საუბრისას გამოეხმაურა.
ტრამპმა ნატო უმოქმედობის გამო გააკრიტიკა და იხუმრა, რომ ამერიკულმა თვითმფრინავებმა რუსეთი ჩინეთის დროშის ქვეშ უნდა დაბომბონ, რათა აღნიშნულმა ქვეყნებმა ომი გააჩაღონ.
„როდის იქნება ჩვენთვის მიუღებელი ეს მასიური დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ? ჩვენ არ შეგვიძლია, რომ ამას გაგრძელების უფლება მივცეთ. ბაიდენი ძალიან არაკომპეტენტურია, მისი სანქციების მუქარა სასაცილოა, პუტინი სანქციებს ბოლო 25 წლის განმავლობაში ისედაც იღებს.
დავამაგროთ ჩინეთის დროშები ამერიკულ თვითმფრინავებზე და დავბომბოთ რუსეთი, შემდეგ ვთქვათ, რომ ეს ჩვენ არ ვიყავით, არამედ ჩინეთი იყო. ისინი ომს გააჩაღებენ, ჩვენ კი განზე დავდგებით და სანახაობას ვუყურებთ.
მე ვლოცულობ ამაყი უკრაინელი ხალხისთვის, აღფრთოვანებული ვარ ზელენსკის მამაცობით, ღმერთმა დალოცოს ისინი.
ყველას ესმის, რომ ეს საშინელი კატასტროფა არასდროს მოხდებოდა, ჩვენი არჩევნები რომ არ გაყალბებულიყო და მე რომ ისევ პრეზიდენტი ვიყო“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.
აგრეთვე წაიკითხეთ:
🔴 ომის დასრულების სამი სცენარი - The New York Times
🔴 რუსმა სამხედროებმა გოსტომელის თემის ხელმძღვანელი დახვრიტეს
🔴 დიდი ბრიტანეთი უკრაინას დამატებით 100 მილიონ დოლარს გამოუყოფს
🔴 უკრაინა გაიმარჯვებს - საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი
🔴 რუსეთმა ომისთვის მობილიზებული ჯარის 95% უკვე გამოიყენა - პენტაგონი
🔴 ზელენსკის მკვლელობის შემთხვევაში, უკრაინის ხელისუფლებას უწყვეტობის გეგმა აქვს - ბლინკენი
🔴 რუსეთის სითამამე აჩვენებს, რომ სანქციები საკმარისი არ არის - ზელენსკი