მთავარი

ძიება

ვიდეო

კონტაქტი

დონალდ ტრამპი ალასკაზე ჩაფრინდა

დონალდ ტრამპი ალასკაზე

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ალასკაზე ჩაფრინდა. იქ მან რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრა უნდა გამართოს.

როგორც რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ იური უშაკოვმა განაცხადა, პუტინსა და ტრამპს შორის შეხვედრა მოსკოვის დროით 22:30 საათზე, თარჯიმნების თანდასწრებით დაიწყება. ისინი მოლაპარაკებების დაწყებამდე მოკლე განცხადებებს გააკეთებენ.

რუსეთის დელეგაციის შემადგენლობაში, ვლადიმერ პუტინის გარდა, შევლენ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, პუტინის თანაშემწე იური უშაკოვი, თავდაცვის მინისტრი ანდრეი ბელოუსოვი, ფინანსთა მინისტრი ანტონ სილუანოვი და რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი კირილ დმიტრიევი.

ამერიკული დელეგაციის შემადგენლობაც განსაზღვრულია, თუმცა მას ამერიკული მხარე გამოაცხადებს, განაცხადა უშაკოვმა.

მისი თქმით, სამიტის ცენტრალური თემა ომის მოგვარება იქნება, თუმცა შეხვედრაზე სხვა თემებსაც განიხილავენ.