„მადლობა გამოცხადებული ნდობისთვის „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობას. მნიშვნელოვანია, ეფექტიანად გავაგრძელოთ დაწყებული საქმე და დედაქალაქის ამ უძველესი რაიონის მოწესრიგება“, - წერს სოციალურ ქსელში ძველი ნაძალადევისა და ლოტკინის მაჟორიტარობის კანდიდატი დავით ჭელიძე.
„მოგესალმებით, ძველი ნაძალადევისა და ლოტკინის მცხოვრებლებო.
თვითმმართველობის არჩევნებში გახლავართ მმართველი გუნდის ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარობის ერთ-ერთი კანდიდატი. ჩემი მაჟორიტარული არეალი იქნება ძველი ნაძალადევი და ლოტკინის დასახლება.
მადლობა გამოცხადებული ნდობისთვის „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობას. მნიშვნელოვანია, ეფექტიანად გავაგრძელოთ დაწყებული საქმე და დედაქალაქის ამ უძველესი რაიონის მოწესრიგება, სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებით მოქალაქეების დახმარება.
ადგილობრივი მოსახლეობის დიდი ნაწილი კარგად მიცნობს, უამრავ ადამიანთან მაქვს ყოველდღიურად კომუნიკაცია და ამ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ყველა თქვენგანის პრობლემას მოვისმენ.
ერთად დგომით, მხარდამხარ შეგვიძლია უკეთესი გავხადოთ ჩვენი რაიონი და უბანი. მჯერა, ჩვენი მოსახლეობის კეთილგონიერების, დარწმუნებული ვარ თქვენს მხარდაჭერაში და გამარჯვებაში.
ნებისმიერი საკითხის შესახებ შეგიძლიათ მომწეროთ შეტყობინების სახით.
ჩვენი ოფისის მისამართია - ცოტნე დადიანის ქუჩა N141“, - წერს ჭელიძე.