მთავარი

ძიება

ვიდეო

კონტაქტი

შალვა მაისურაძე: ჩემთვის დიდი პატივია, თბილისის საკრებულოში იმ უბნის წარმომადგენელი ვიყო, სადაც დავიბადე და გავიზარდე - ყოველთვის ვეცდები, მაქსიმალურად დავიცვა ნაძალადევის მოსახლეობის ინტერესები ყველა მიმართულებით

შალვა მაისურაძე

„ჩემთვის დიდი პატივია, თბილისის საკრებულოში იმ უბნის წარმომადგენელი ვიყო, სადაც დავიბადე და გავიზარდე. საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, გავეცნობი თითოეული თქვენგანის საჭიროებებს“, - წერს ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი შალვა მაისურაძე.

მაისურაძე „ქართული ოცნების“ გუნდს ნდობისთის მადლობას უხდის.

„მოგესალმებით, მეგობრებო, მივესალმები ნაძალადევის რაიონის მოსახლეობას სიყვარულით და პატივისცემით.

მადლობა ნდობისთვის მმართველ გუნდს და „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობას. იმედი მაქვს, თქვენი მხარდაჭერით ბევრ კარგ საქმეს გავაკეთებთ ჩვენი რაიონისთვის.

დიდი პატივია ჩემთვის, თბილისის საკრებულოში იმ უბნის წარმომადგენელი ვიყო, სადაც დავიბადე და გავიზარდე. საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, გავეცნობი თითოეული თქვენგანის საჭიროებებს.

ყოველთვის ვეცდები, მაქსიმალურად დავიცვა ნაძალადევის მოსახლეობის ინტერესები ყველა მიმართულებით. მიგულეთ თქვენს გვერდში მდგომ ადამიანად.

ნებისმიერი საკითხის შესახებ შეგიძლიათ მომწეროთ შეტყობინების სახით.

დარწმუნებული ვარ, ერთად დგომით შეგვიძლია ბევრი რამ უკეთესობისკენ შევცვალოთ“, - წერს შალვა მაისურაძე.

შეგახსენებთ, რომ თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში 4 ოქტომბერს გაიმართება.