ალასკის შტატში, ქალაქ ანკორიჯში აშშ-ისა და რუსეთის ლიდერებს შორის შეხვედრა დაიწყო. ამის შესახებ BBC წერს.
დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის შეხვედრა სამი-სამზე ფორმატში მიმდინარეობს. აშშ-ის მხრიდან სამიტს ამერიკის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი ესრებიან. რუსეთის მხრიდან კი, საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და ვლადიმერ პუტინის მრჩეველი იური უშაკოვი. ლიდერებს შორის კომუნიკაცია თარჯიმნის საშუალებით მიმდინარეობს.
ცნობისთვის, შეხვედრის დაწყებამდე სახელმწიფოების ლიდერებს განცხადებები არ გაუკეთებიათ.
სამი-სამზე ფორმატში შეხვედრის შემდეგ, გაფართოებულ მოლაპარაკებებს ამერიკის მხრიდან დაესწრებიან სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, სახაზინო დეპარტამენტის ხელმძღვანელი სკოტ ბესენტი, ვაჭრობის დეპარტამენტის მინისტრი ჰოვარდ ლუტნიკი, აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი და დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს დირექტორი ჯონ რეტკლიფი.
რაც შეეხება რუსეთის დელეგაციას, ოფიციალური მოსკოვის ცნობით, მის შემადგენლობაში არიან პრეზიდენტის თანაშემწე იური უშაკოვი, საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, თავდაცვის მინისტრი ანდრეი ბელოუსოვი, ფინანსთა მინისტრი ანტონ სილუანოვი და უცხო ქვეყნებთან საინვესტიციო-ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებში პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი კირილ დმიტრიევი.