მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ემანუელ მაკრონმა სი ძინპინს უკრაინაში მიმდინარე ომის შესაჩერებლად საკუთარი გავლენის გამოყენებისკენ მოუწოდა

საფრანგეთის და ჩინეთის პრეზიდენტები

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს შეხვდა და განაცხადა, რომ ქვეყნებმა უნდა გააერთიანონ ძალები უკრაინაში ომის დასასრულებლად.

ემანუელ მაკრონმა და სი ძინპინმა ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობები და მსოფლიოში არსებული გამოწვევები განიხილეს.

ქვეყნების ლიდერები ერთმანეთს G20-ის სამიტის ფარგლებში  შეხვდნენ, სადაც მაკრონმა აღნიშნა, რომ მათ სჭირდებათ ძალების გაერთიანება, რათა უპასუხონ საერთაშორისო კრიზისებს, როგორიცაა რუსეთის თავდასხმა უკრაინაზე.

ემანუელ მაკრონმა ჩინეთის პრეზიდენტს მოუწოდა საკუთარი გავლენა და შესაძლებლობები გამოიყენოს უკრაინაში მიმდინარე ომის შესაჩერებლად.

სიტყვით გამოსვლის დროს სი ძინპინმა პირდაპირ არ ახსენა უკრაინა, მაგრამ მოუწოდა საფრანგეთსა და ჩინეთს ერთობლივად დაუჭირონ მხარი - „დამოუკიდებლობის, ავტონომიის, ღიაობისა და თანამშრომლობის სულისკვეთებას“ მსოფლიოში.