რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის დღიდან ქვეყანაში 59 რელიგიური ძეგლი დაზიანდა და განადგურდა.
მათ შორისაა მართლმადიდებლური საკათედრო ტაძარი, რომელიც დანგრეულია. ასევე, დაბომბვის შედეგად მთლიანად არის განადგურებული ებრაული სკოლა.
ისტორიული ძეგლებისა და კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების მიზანში ამოღება ჰააგის კონვენციის მიხედვით ომის დანაშაულია. მართალია, რუსეთი ყოველ ჯერ უარყოფს იმას, რომ ყოველდღიურად ბომბავს უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობას, სამოქალაქო ინფრასტრუქტურას, მიზანმიმართულად ანადგურებს მართლმადიდებლურ ეკლესიებს, მაგრამ ფაქტები რეალობას აღწერს.
BBC-მ მოახერხა და გადაიღო, რამდენიმე მართლმადიდებლური ტაძარი, რომელიც რუსული ჭურვის მოხვედრის შედეგად დაზიანდა და განადგურდა.
წმინდა მიქაელის ტაძარი.
აზოვის ზღვის, მწვანე ბორცვების და სანაპირო სოფლების პანორამული ხედები ფონზე, 1997 წელს გახსნილი ტაძარი ერთნაირად იზიდავდა როგორც მლოცველებს, ასევე მნახველებს. მაგრამ სამხრეთ საპორტო ქალაქზე რუსეთის დაუნდობელი დაბომბვის შემდეგ, მართლმადიდებლური ტაძრის გვირგვინი გუმბათი ახლა განადგურებულია.
მართლმადიდებლური ეკლესია უკრაინის პატარა სოფელ იასნოროდკაში, კიევიდან დასავლეთით დაახლოებით 40 კილომეტრში. 5 მარტს ორი ჭურვი ღვთისმშობლის შობის ტაძრის გუმბათს მოხვდა, რამაც სერიოზულად დააზიანა მისი სამრეკლო.
სამხრეთ-აღმოსავლეთის ქალაქ ვოლნოვახაში ერთ-ერთ ეკლესიას რუსული დაბომბვის შემდეგ სერიოზული ზიანი მიადგა. ტაძარი 2014 წელს პრორუს ბოევიკებთან ბრძოლაში დაღუპული უკრაინელი ჯარისკაცების პატივსაცემად აშენდა. ეკლესიის ოქროს გუმბათი დალეწილია და მისი ხის ნაკეთობა კი დაქუცმაცებული.
„ეს არის კოშმარი, არაადამიანობა, სიტყვებს ვერ ვპოულობ იმის აღსაწერად რაც ჩაიდინეს. არ ვიცი რატომ ებრძვიან რუსული ჯარები ჩვენს წმინდა სალოცავებს. თუ ჩვენ ქრისტიანები ვართ, მშვიდობაზე ერთად უნდა ვიზრუნოთ. ჩვენ ვლოცულობთ ჩვენი ქვეყნისთვის - თითოეული უკრაინელისთვის“, - განუცხადა BBC-ს უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის მღვდელმა სერგეი ბერეჟნოიმ.
ამასთან, გარდა მართლმადიდებლურ ტაძრებზე მიტანილი იერიშისა, კრემლი უარყოფს ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ რუსულმა ჭურვმა დააზიანა უკრაინის ერთ-ერთი სინაგოგა.
გარდა ამისა, რუსეთი უარყოფს ებრაულ ქალაქზე განხორციელებულ საჰაერო თავდასხმას.
„ყველა სინაგოგა და ებრაული ადგილი უკრაინაში გამოიყენება რელიგიური აქტივობების განსახორციელებლად ან ებრაული თემების წევრებისა და ადგილობრივი მოსახლეობის დასახმარებლად", - წერს უკრაინის გაერთიანებული ებრაული საზოგადოება თავის Telegram-ზე.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕ „დემოკრატიის ლომი“ - ავსტრალიის პრემიერი ვოლოდიმირ ზელენსკის
⭕ რუსეთ-უკრაინის ომში რატომ არის დონბასი ასეთი მნიშვნელოვანი ? - CNN
⭕ „ვაგნერის ჯგუფი“ უკრაინის ომზე შედეგს მოახდენს - ჯერემი ფლემინგი
⭕ „ჩემი აზრით, ზელენსკი უბრალოდ დასასჯელია“ - ირმა ინაშვილი
⭕ ლავროვი: ავღანეთის ახალი ხელისუფლება, აშშ-ის ზეწოლის მიუხედავად, სახელმწიფოს ინარჩუნებს
⭕ უახლოეს დღეებში კიევის გარეუბანში სასტიკი ბრძოლები გაიმართება - ბრიტანული დაზვერვა
⭕ ოსი ჯარისკაცების ნაწილმა იარაღი დაყარა და უკრაინიდან გამოიქცა
⭕ პუტინსა და შოიგუს შორის დაძაბულობა იზრდება - New York Times
⭕ სერგეი შამბა: აფხაზეთის რუსეთთან შეერთების სურვილი ხალხში არ არსებობს
⭕ პუტინის ხელისუფლებიდან გადაყენება დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიზანი არ არის - ბორის ჯონსონი