მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ეს არ არის 1940-იანი წლების ისტორიები, ეს არის ევროპა 2022 წელს და ეს ხდება რუსეთის ხელმძღვანელობისგან“ - ევროკომისიის პრეზიდენტი

ურსულა ფონ დენ ლაიერი

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი, ევროპარლამენტში სიტყვით გამოვიდა.მან უკრაინა-რუსეთს შორის არსებულ ვითარებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბოლო წლების განმავლობაში უკრაინა მუდმივად განიცდიდა კრემლის აგრესიას. როგორც ევროკომისიის პრეზიდენტმა აღნიშნა, უკრაინა თავისუფალი ქვეყანაა და სწორედ ამიტომ ემუქრება რუსეთი მას. 

„უკრაინელი ხალხი გაბედულად ცდილობს გააგრძელოს ცხოვრება. მაგრამ ბევრი მათგანი ინახავს სასწრაფო დახმარების ჩანთებს კარებთან, ტანსაცმლელს და მნიშვნელოვან დოკუმენტებს, იმ შემთხვევაში, თუ მათ მოუწევთ სახლიდან გაქცევა. მათ მოაგროვეს საკვების ქილა ყველაზე უარესისთვის მოსამზადებლად. ზოგიერთმა სარდაფში თავშესაფარიც კი მოაწყო. ეს არ არის 1940-იანი წლების ისტორიები. ეს არის ევროპა 2022 წელს და ეს ხდება რუსეთის ხელმძღვანელობის მიზანმიმართული პოლიტიკის გამო. უკრაინა სუვერენული ქვეყანაა. ის აკეთებს არჩევანს საკუთარ მომავალზე. მაგრამ კრემლს ეს არ მოსწონს და ამიტომ ემუქრება ომი. 

ბოლო შვიდი წლის განმავლობაში უკრაინა განიცდიდა კრემლის მუდმივ აგრესიას. მაგრამ ამ მძიმე ტვირთის მიუხედავად, უკრაინამ ამხელა გზა გაიარა. მან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა კორუფციასთან საბრძოლველად, აღადგინა ინფრასტრუქტურა, შექმნა ახალი სამუშაო ადგილები ნიჭიერი ახალგაზრდებისთვის. რა თქმა უნდა, უკრაინის ხალხმა იცის, რომ მათ დემოკრატიას ჯერ კიდევ აქვს გარკვეული ხარვეზები და პრობლემები. მაგრამ უკრაინა დღეს უფრო ძლიერი, თავისუფალი და სუვერენული ქვეყანაა, ვიდრე 2014 წელს. სწორედ ამიტომ ემუქრება მას კრემლი ისევ.

ჩვენ მტკიცედ ვდგავართ უკრაინის გვერდით. იდეა, რომ კრემლმა უნდა გადაწყვიტოს, რა სურთ ან არ სურთ უკრაინელებს - ჩვენ უბრალოდ ვერ მივიღებთ“ - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

იხილეთ აგრეთვე:

📎  ვინ და რა იარაღს აწვდის უკრაინას? – Deutche Welle 

📎 რუსეთმა უნდა გააკეთოს არჩევანი ომსა და დიპლომატიას შორის - შარლ მიშელი

📎 აპირებს თუ არა რუსეთი უკრაინაში შეჭრას და რა სურს პუტინს?

📎 აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის სავარაუდო დროს ასახელებს

📎 „უკრაინაზე რუსეთის შეტევა ჯერ კიდევ შესაძლებელია“ - ჯო ბაიდენი