უცხოეთი

ევროსაბჭომ უკრაინასა და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიანიჭა

უკრაინისა და მოლდოვის დროშები
1656010738
დაკოპირებულია

ევროპულმა საბჭომ უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა. 

„ევროპულმა საბჭომ ახლახან მიიღო გადაწყვეტილება, მიენიჭოს უკრაინას და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. ეს ისტორიული მომენტია“, - წერს ევროსაბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი „ტვიტერზე“.

მიშელმა აღნიშნული გადაწყვეტილება უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და მოლდოვის პრეზიდენტს მაია სანდუს, ასევე ყველა უკრაინელსა და მოლდოველს მიულოცა. 

ამავე თემაზე: 

🔴 რა რეკომენდაციები უნდა შეასრულოს საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად?

🔴 „ვულოცავ ქართველ ხალხს, საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭება, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება“ - შარლ მიშელი

🔴 „ისტორიული დღეა, საქართველოს ევროპული პერსპექტივა აღიარებულია“ - სალომე ზურაბიშვილი