მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ვულოცავ ქართველ ხალხს, საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭება, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება“ - შარლ მიშელი

შარლ მიშელი, ევროსაბჭოს პრეზიდენტი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი აცხადებს, რომ ევროკავშირი საქართველოს ევროპულ პერსპექტივას აღიარებს. 

მისივე თქმით, საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს მას შემდეგ მიიღებს, რაც ევროპარლამენტის მიერ დასახული პრიორიტეტები შესრულდება. 

„ევროკავშირის საბჭომ გადაწყვიტა აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება.  ვულოცავ ქართველ ხალხს. ეს ისტორიული მომენტია ევროკავშირი– საქართველოს ურთიერთობებში:

საქართველოს მომავალი ევროკავშირშია“, - წერს შარლ მიშელი „ტვიტერზე“ 

 

ამავე თემაზე: 

🔴 რა რეკომენდაციები უნდა შეასრულოს საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად?

🔴 „ისტორიული დღეა, საქართველოს ევროპული პერსპექტივა აღიარებულია“ - სალომე ზურაბიშვილი