მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„გაზრდილია ალბათობა იმისა, რომ ფინეთი ნატოში ჩვენზე ადრე გაწევრიანდეს“ - შვედეთის პრემიერი

შვედეთის ახალი პრემიერი

შვედეთის პრემიერ-მინისტრმა ულფ კრისტერსონმა განაცხადა, რომ ნატოში ფინეთის შვედეთზე ადრე გაწევრიანების ალბათობა გაიზარდა. 

მისივე თქმით, ორი სკანდინავიური ქვეყნის მიმართ თურქეთის პოზიცია უცვლელი რჩება, რაც ჩრდილოატლანტიკურ ორგანიზაციაში მათ გაწევრიანებას შეაფერხებს. 

„ბოლო კვირების განმავლობაში ნატოში ფინეთის უფრო ადრე გაწევრიანების ალბათობა გაიზარდა. ანკარამ ცხადყო, რომ მას უფრო მეტი წინააღმდეგობა აქვს შვედეთის გაწევრიანებასთან, ვიდრე ფინეთთან. თურქეთის პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით უცვლელი რჩება, რაც იმას ნიშნავს, რომ ორი სკანდინავიური ქვეყანა შესაძლოა არ შეუერთდეს ნატოს იმ დროს, როცა ეს არის დაგეგმილი“, - განაცხადა კრისტერსონმა.