რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი თეთრ სახლში დონალდ ტრამპის მისვლას „გვირაბის ბოლოს სინათლის გამოჩენას“ ადარებს და აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, თუ რამდენად დაბალ ნიშნულზეა რუსეთისა და აშშ-ის ურთიერთობები, ტრამპის გაპრეზიდენტებამ მაინც, სასიკეთო ცვლილება მოახდინა. ინფორმაციას TASS გვიზიარებს.
თემაზე მან ბირთვულ ინდუსტრიაზე მომუშავე პირებთან შეხვედრისას ისაუბრა და აღნიშნა, „ჩვენი ურთიერთობა შეერთებულ შტატებთან, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, უკიდურესად დაბალ ნიშნულზეა. ეს უკვე არაერთხელ ვთქვი, მაგრამ პრეზიდენტ ტრამპის ხელისუფლებაში მოსვლით, ვფიქრობ, რომ გვირაბის ბოლოს სინათლე, საბოლოოდ, გამოჩნდა“.
რუსეთის პრეზიდენტმა, ასევე, დადებითად შეაფასა ალასკის სამიტი. მისი თქმით, ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობების სრულმასშტაბიანი აღდგენის საკითხი დაწყებულია, თუმცა არც იმას უარყოფს, რომ პროცესი მთლიანად რუსეთის ფედერაციაზე არ არის დამოკიდებული.
„თავდაპირველად, ჩვენს დასავლელ კოლეგებს აღვნიშნავდი, რადგან აშშ-ც გარკვეულწილად, სხვადასხვა გაერთიანებასთანაა ვალდებული და პასუხისმგებელი, მათ შორის, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან.
ვფიქრობ, შემდეგი ნაბიჯები აშშ-ის ხელმძღვანელობამ უნდა გადადგას, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მოქმედ პრეზიდენტს დონალდ ტრამპს იმდენად სწორად აქვს განვითარებული ლიდერის თვისება და უნარი, რომ ეს კარგი გარანტიაა, ჩვენი ურთიერთობების აღდგენისა და გამოსწორებისთვის“, - აღნიშნა ვლადიმერ პუტინმა.
მან ასევე, იმედი დაიტოვა, რომ ერთობლივი თანამშრომლობის სურვილი შენარჩუნდება და ამ საკითხზე მუშაობის ტემპიც მოიმატებს.