მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გერასიმოვის განცხადებით, ნატოს გაფართოება რუსეთისთვის საფრთხეს წარმოადგენს

ვლადიმერ პუტინი და ვალერი გერასიმოვი

რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის ვალერი გერასიმოვის განცხადებით,  ნატოს გაფართოების სურვილი და უკრაინის ომისთვის გამოყენება, რუსეთის ფედერაციის სამხედრო უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის. 

„დღეს ასეთი საფრთხეები გახდა ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის მისწრაფება, გაფართოვდეს ფინეთისა და შვედეთის გავლით, ასევე უკრაინის, როგორც იარაღის გამოყენება ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ ჰიბრიდული ომის საწარმოებლად“, - განაცხადა გერასიმოვმა.

გენერალური შტაბის უფროსის თქმით, ამ საფრთხეების განეიტრალების მიზნით, ქვეყნის უმაღლესმა ხელმძღვანელობამ დაისახა ამოცანა რუსეთის შეიარაღებული ძალების განვითარების  შესახებ.  

„გეგმა დაამტკიცა უმაღლესმა მთავარსარდალმა თავდაცვის სამინისტროს კოლეგიის გაფართოებულ სხდომაზე“, - აღნიშნა გერასიმოვმა. 

ასევე დაგაინტერესებთ: 

➖  სოფო ლილუაშვილი - ელჩად დავდივარ, რომ დავამტკიცო სიმართლე, რომლისთვისაც ყველა გაერთიანებულები ვართ

➖  გია ჯაფარიძე: სკოლებში მშობელთა კრებები ვერ ტარდება, რადგან მშობლები უცხოეთში არიან, ეს უნდა დავასრულოთ საქართველოში

➖ „ფინეთი და შვედეთი მზად არიან ალიანსს შეუერთდნენ“ - შეერთებული შტატების პასუხი ერდოღანს