მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ინდონეზიაში 6.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

მიწისძვრა ინდონეზიაში

Abcnews-ის ინფორმაციით, ინდონეზიის აღმოსავლეთში მძლავრი მიწისძვრა მოხდა. 
 

ნგრევისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპზე უცნობია. 

აშშ-ს გეოლოგიურმა სამსახურმა განაცხადა, რომ მიწისძვრის სიმძლავრემ 6.1 მაგნიტუდა შეადგინა. ინდონეზიის შესაბამის სამსახურებს ცუნამის შესახებ გაფრთხილება არ გაუცია. 

გასული წლის ნოემბერში ინდონეზიაში მომხდარ მიწისძვრას 331 ადამიანი ემსხვერპლა. 

2004 წელს ინდონეზიაში მომხდარმა ძლიერმა მიწისძვრამ ცუნამი გამოიწვია, რასაც  230 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️ პუტინმა, შესაძლოა, მობილიზაციის ახალი ტალღა დღეს გამოაცხადოს - ISW

✔️ პუტინს ჯერ კიდევ ჰყავს საიდუმლო მოკავშირეები ევროპაში - პედრო სანჩესი