მთავარი

ძიება

ვიდეო

კონტაქტი

ისრაელის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევა გაანადგურებს რუსეთ-ისრაელის ურთიერთობას - მედვედევი ისრაელს ემუქრება

დიმიტრი მედვედევი

რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ ისრაელის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევა გაანადგურებს რუსეთ-ისრაელის ურთიერთობებს. ამის შესახებ მედვედევი ტელეგრამზე წერს.  

„ისრაელი, როგორც ჩანს, აპირებს იარაღის მიწოდებას „კიევის რეჟიმისთვის“. ძალიან უგუნური ნაბიჯია. სამხედრო დახმარების გაწევა უკრაინისთვის გაანადგურებს სახელმწიფოთაშორის ურთიერთობას“, - აცხადებს მედვედევი. 

აგრესორი ქვეყნის ოფიციალური პირის თქმით, თუ ისრაელი უკრაინას იარაღს მიაწვდის, მაშინ დროა ბანდერა და შუხევიჩი გმირებად გამოაცხადოს. 

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

✔️ ევროკავშირი ირანს მკაცრი სანქციებით ემუქრება

✔️ 600-ზე მეტი დაღუპული, 1 მლნ-ზე მეტი იძულებით გადაადგილებული პირი - ბოლო ათწლეულებში ყველაზე მასშტაბური წყალდიდობა დასავლეთ აფრიკაში

✔️ გაერომ, უკრაინამ და თურქეთმა „მარცვლეულის დერეფნის“ შეთანხმების გახანგრძლივებას მხარი დაუჭირეს

✔️ ბარში შეიარაღებულმა პირებმა 12 ადამიანი მოკლეს - შემთხვევა მექსიკაში

✔️ „გადადგეს კალაძე“ - თბილისის მერიასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

✔️ ოკუპანტებმა კიევი „კამიკაძე-დრონებით“ დაბომბეს - უკრაინული მხარე