მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ისწავლეთ რუსეთთან მეგობრობა, კბილებსაც მთელს შეინარჩუნებთ“ - კადიროვმა დასავლეთს რუსეთთან მეგობრობა ურჩია

ჩეჩნეთის ლიდერი

„დასავლელმა პოლიტიკოსებმა თავი უნდა აარიდონ რუსეთის დაშლის სტრატეგიას და იმაზე უნდა იფიქრონ, როგორ განავითარონ მასთან თანამშრომლობა“, - ამის შესახებ ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა განაცხადა.

მისი თქმით, დასავლური სამყარო ამ დრომდე ვერ ხვდება ერთ რამეს: თანამედროვე რუსეთი დიდი ხანია აღარ არის „გორბაჩოვისეული რესპუბლიკების კავშირი“ და „ელცინის ტერიტორია, რომელიც აშენებულია პუტჩზე, დეფიციტსა და დეფოლტზე“.

„ეს უკვე სხვა ძლიერი და ძლევამოსილი რუსეთია და თქვენ, დასავლელმა პოლიტიკოსებმა საჭიროა, გადახედოთ არა რუსეთის ფედერაციის დაშლის სტრატეგიას, არამედ იმ ქვეყანასთან თანამშრომლობას, რომელიც გაძარცული და დასავლეთისგან დამცირებული, ბოლო 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, გადაიქცა ძლიერი პოლიტიკური დღის წესრიგის მქონე სახელმწიფოდ, რეორგანიზებული სტრატეგიული მიზნებით“ , - განაცხადა კადიროვმა.

მან, ასევე, აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაციას, როგორც სანდო პარტნიორს, შეუძლია მიიღოს ყველაზე მკაცრი ზომები მისი უსაფრთხოებისა და მთლიანობის ხელყოფის შემთხვევაში.

მანვე დასძინა, რომ დასავლეთის ქვეყნებმა ჯობს, არ იდავონ რუსეთთან. მანვე გაიხსენა რუსეთის ლიდერის ვლადიმერ პუტინის სიტყვები, რომ თუკი ვინმე მოინდომებს ქვეყანას რაიმე ჩამოაჭრას, უკბილოდ დატოვებს.

„ისწავლეთ რუსეთთან მეგობრობა - მაშინ კბილებსაც მთელს შეინარჩუნებთ“, - აცხადებს კადიროვი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

✔️ უკრაინამ შეცვალა სტრატეგია და შეანელა რუსეთის ფედერაციის წინსვლა - NYT

✔️ სევერსკის მიმართულებით ოკუპანტების როტაცია გრძელდება - უკრაინის გენშტაბი

✔️ უკრაინელმა სამხედროებმა ხერსონის ოლქში ოკუპანტების ბაზები და საწყობები გაანადგურეს

✔️ კრემლის გადაწყვეტილებით 64-ე მოტორიზებული ბრიგადა ბუჩაში მომხდარი სისასტიკის დასამალად განადგურდა - ISW