მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ჯონ კირბის განცხადებით, აშშ-მა ზომები მიიღო, რათა შავ ზღვაში ჩავარდნილი დრონი უცხო ხელში არ მოხვდეს

ჯონ კირბი

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორის ჯონ კირბის განცხადებით, შეერთებულმა შტატებმა შესაბამისი ზომები მიიღო იმისთვის, რომ შავ ზღვაში ჩავარდნილი ამერიკული დრონი უცხო ხელში არ მოხვდეს. ამის შესახებ კირბიმ CNN-თან ინტერვიუში განაცხადა. 

„ზედმეტი დეტალების გარეშე შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ გადავდგით ნაბიჯები ამ კონკრეტულ დრონთან დაკავშირებით. ის შეერთებული შტატების საკუთრებაა. ჩვენ არ გვინდა, ვინმემ ჩვენს გარდა მას ხელი მოჰკიდოს“, - აცხადებს კირბი. 

აშშ-ის ევროპულ სარდლობამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსულმა სუ-27 გამანადგურებელმა შავი ზღვის თავზე  MQ-9 Reaper ჩამოაგდო.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ მათ საბრძოლო თვითმფრინავებს ამერიკულ უპილოტო თვითმფრინავთან შეხება საერთოდ არ ჰქონია.

თეთრმა სახლმა ვაშინგტონში რუსეთის ელჩი დაიბარა. 

შავი ზღვის თავზე რუსული „სუ-27“-ის ტიპის თვითმფრინავი ამერიკულ დრონს 14 მარტს შეეჯახა. 

ასევე დაგაინტერესებთ: 

🔴 TikTok-ის ხელმძღვანელის განცხადებით, საკუთარ შვილებს აპლიკაციის გამოყენების უფლებას არ აძლევს

🔴 თუ დროშა აღმართე, მისი დაცვა უნდა შეგეძლოს, არავის არ უნდა მისცე მისი შეურაცხყოფის უფლება - კახა გოგოლაშვილი