მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კონფლიქტი კიდევ დიდ ხანს გაგრძელდება, მაშინაც კი თუ ძირითადი ბრძოლა მალე შეწყდება - მაიკლ კლარკი პუტინის გეგმებზე

რუსეთის პრეზიდენტი

თავდაცვის ანალიტიკოსი მაიკლ კლარკი კრემლის ლიდერის ვლადიმერ პუტინის სამხედრო სტრატეგიის შესახებ საუბრობს და აცხადებს, რომ მისი მიზანი უკრაინის სრული დაპყრობაა. აღნიშნულს news.sky ავრცელებს. 

„მისი მიზანი ყოველთვის იყო უკრაინის სრულად დაპყრობა, შემდგომ არსებული ხელისუფლების სხვა ხელისუფლებით შეცვლა, ე.წ. რეფერენდუმის მოწყობა, რომელიც ფორმალურად აჩვენებს, რომ უკრაინის მოსახლეობის 90%-ზე მეტს რუსეთთან სურს შეერთება. სწორედ ეს არის პუტინის მიზანი“, - აცხადებს ანალიტიკოსი. 

კლარკი პუტინის ახალ მიზნებზე საუბრობს და ამბობს, რომ ამ ეტაპზე მისი მიზანი შეიძლება იყო მდინარე დნეპრის აღმოსავლეთით მდებარე ტერიტორიის ანექსია. 

„ახლა მისი მიზანი შეიძლება იყოს მდინარე დნეპრის აღმოსავლეთით მდებარე ტერიტორიის ანექსია - უკრაინის დაახლოებით მესამედი - და დანარჩენ ტერიტორიაზე მარიონეტული სახელმწიფოს შექმნა. ესეც შეუძლებელია, მაგრამ ის შეიძლება ახლა ასე ფიქრობს“, - აცხადებს ამერიკელი ანალიტიკოსი. 

კითხვაზე რა ძირითადი ქალაქები უნდა აიღოს რუსეთმა თავისი სამხედრო ამბიციების დასაკმაყოფილებლად? მაიკლ კლარკი აცხადებს, რომ პუტინის თავდაპირველი გეგმა იყო უკრაინის ყველა ქალაქის აღება. 

„თავდაპირველი გეგმა იყო ყველა ქალაქის აღება, იმის გათვალისწინებით, რომ ვლადიმერ პუტინს სურდა მთელი ქვეყნის ხელში ჩაგდება.

მას მაინც სჭირდება ჩერნიგოვი, სუმი, ხარკოვი, კონოტოპი, მარიუპოლი და დნიპრო ... და მას მაინც სურს აკონტროლოს კიევი, თუმცა ეს ჯერ კიდევ სამხედრო შეუძლებლობაა იმის გათვალისწინებით, რომ უკრაინელებს სძულთ რუსეთის მიერ მმართველობის იდეა და როგორც ჩანს, გადაწყვეტილი აქვთ წინააღმდეგობის გაწევა“, - აცხადებს მაიკლ კლარკი. 

ამასთან, კითხვაზე კიდევ რამდენ ხანს შეიძლება ორ ქვეყანას შორის ომი გაგრძელდეს ? მაიკლ კლარკი ამბობს, რომ რუსეთი არ აპირებს ჯერ გაჩერებას. 

„კონფლიქტი კიდევ დიდხანს გაგრძელდება მაშინაც კი, თუ ძირითადი ბრძოლები მალე შეწყდება. „გაყინული კონფლიქტის“ თემა კიდევ დიდი ხანი დარჩება“, - აცხადება ანალიტიკოსი. 

შეგახსენებთ, რუსეთ-უკრაინის ომიდან 22-ე დღეს, ბრიტანული დაზვერვის ინფორმაციით, უკრაინაში რუსების შეჭრა თითქმის ყველა მიმართულებით შეჩერებულია

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

რამდენად ხარ გარკვეული რუსეთ-უკრაინის ომის პროცესებში - ქვიზი

შეწყვიტეთ უდანაშაულო უკრაინის მოქალაქე ჩეჩნების გატაცება - კადიროვი უკრაინის უშიშროების სამსახურს ემუქრება

პუტინმა რუსეთის წინაშე აშშ-ის და ევროკავშირის დეფოლტი გამოაცხადა

უკრაინა და რუსეთი ომის დასასრულებლად ნეიტრალიტეტის გეგმას ათანხმებენ - Financial Times

მნიშვნელოვანია ავტორიტეტებმა „ქურდული სამყაროს“ ოჯახის წევრების ტიტულებს გადახედონ - „შაქრო მოლოდოი“

 საქართველო, სომხეთი, მოლდოვა დაცულნი უნდა იყვნენ პუტინიზმისგან - ლანდსბერგისი

თუ ლუგარის ლაბორატორიაში რუს ინსპექტორებს არ დაუშვებენ, რუსეთი მასზე საჰაერო დარტყმას განახორციელებს - რუსი ექსპერტი

კადიროველების უმრავლესობა მოკლულია - უკრაინული მხარე

რუსეთ-უკრაინის ომი - უახლესი ამბები (Live)