მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კრემლის განცხადებები ბირთვულ იარაღთან დაკავშირებით სახიფათოა - პენტაგონი

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენელი

„ბირთვულ იარაღთან დაკავშირებით, მოსკოვის მიერ გაკეთებული განცხადებები სახიფათოა“, - ამის შესახებ პენტაგონის პრესსპიკერმა ჯონ კირბიმ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

პენტაგონის პრესსპიკერის თქმით, გზა რომელიც რუსეთმა აირჩია არ არის პასუხისმგებლობიანი და ის საკმაოდ სახიფათოა.

„ეს არ არის გზა, როგორც პასუხისმგებლობიანი ბირთვული ძალა უნდა მოქმედებდეს”, - განაცხადა კირბიმ.

კირბის თქმით, პენტაგონს ჯერ არ უნახავს ისეთი რამ, რაც აშშ-ს სტრატეგიული შემაკავებელი პოზიციის შეცვლისკენ უბიძგებს.

„ამ საკითხს ყოველდღიურად ვაკვირდებით,“- აღნიშნა კირბიმ.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

📢 უკრაინაში ომის გაგრძელება მორალურად მიუღებელია, პოლიტიკურად გაუმართლებელია და სამხედრო თვალსაზრისით უაზროა - ანტონიო გუტერეში

📢 კიევის მახლობლად, ფრონტის ხაზიდან ამერიკელი ფოტოჟურნალისტი გაუჩინარდა

📢 რუსეთმა, შესაძლოა, გამოიყენოს ამინდის მონაცემები უკრაინაში ქიმიური ან ბიოლოგიური თავდასხმისთვის

📢 განადგურებულია 15 300-ზე მეტი ჯარისკაცი, 1 556 ჯავშანტექნიკა, 509 ტანკი - რუსული არმიის დანაკარგი

📢 🎥რუსეთი აგრძელებს უკრაინის წინააღმდეგ ფოსფორის საბრძოლო მასალის გამოყენებას