მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კრემლის მუქარა ვერ შეაფერხებს ნატოს უკრაინას დახმარება გაუწიოს - მარკ რუტე ბელარუსში რუსული ბირთვული იარაღის განთავსებაზე

ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი

ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი მარკ რუტე ბელარუსში რუსული ტაქტიკური იარაღის განთავსებასთან დაკავშირებით კრემლის ლიდერის ვლადიმერ პუტინის განცხადებას გამოეხმაურა. 

მარკ რუტემ როტერდამში გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ რუსეთის ბირთვული რიტორიკა ახალი არ არის.

„მათი რიტორიკა ახალი არ არის, გასული წლის აპრილიდან მოყოლებული ჩვენ ეს მუდმივად გვესმის. რუსეთმა იცის, რომ მის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების შედეგებს კატასტროფული შედეგები ექნება“, - აცხადებს მარკ რუტე. 

ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა პუტინის განცხადებას სახიფათო და უპასუხისმგებლო უწოდა. 

რუტეს თქმით, პუტინის მუქარა ნატოს ვერ შეაფერხებს იმაში, რომ უკრაინას დახმარება გაუწიოს. 

ცნობისთვის, 25 მარტს ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი ბელარუსში ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს განათავსებს, ხოლო საწყობი მზად ივლისისთვის იქნება.

ნატომ რუსეთის ბირთვულ რიტორიკას საშიში და უპასუხისმგებლო უწოდა.

ამერიკის შეერთებული შტატების განცხადებით, ვერ ხედავს რაიმე ნიშნებს, რომ რუსეთი ემზადება ბირთვული იარაღის გამოსაყენებლად.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 ნატომ უნდა მოძებნოს გზები, რათა მხარი დაუჭიროს უკრაინის ალიანსში გაწევრიანებას - იან ლიპავსკი

👉 „ეს არის პარტიის უზურპაციის მცდელობა იმ ჯგუფის მხრიდან, რომელიც ხაბეიშვილს უმაგრებს ზურგს“ - ბაჩო დოლიძე ენმ-ში არსებულ სიტუაციაზე