მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ლიეტუვა ბელარუსში რუსეთის ბირთვული გეგმის გამო სანქციების დაწესებას მოითხოვს

ლიეტუვას დროშა

რუსეთის გეგმების შესახებ ბელარუსში ბირთვული იარაღის განთავსებასთან დაკავშირებით ლიეტუვა ორივე ქვეყნის წინააღმდეგ სანქციების გაზრდას მოითხოვს. 

როგორც ლიეტუვის საგარეო უწყებაში აცხადებენ, ბელარუსში რუსული ბირთვული იარაღის განთავსება ევროპაში დაძაბულობისა და დესტაბილიზაციის ახალ ტალღას შექმნის.

„ლიეტუვა თავის ევროატლანტიკურ პარტნიორებთან ერთად გადაწყვეტს, როგორ უპასუხოს რუსეთის და ბელარუსის რეჟიმების ამ მილიტარისტულ გეგმებს. ლიეტუვა მოითხოვს ახალი სანქციების დაწესებას“, - ნათქვამია განცხადებაში. 

ლიეტუვის საგარეო უწყების განცხადებით, ბელარუსი სულ უფრო მეტად კარგავს თავის სუვერენიტეტს.

ცნობისთვის, 25 მარტს კრემლის ლიდერმა განაცხადა, რომ რუსეთი ბელარუსში ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს განათავსებს

ამავე თემაზე: 

✔️ ჯონ კირბის განცხადებით, აშშ ჯერ ვერ ხედავს რუსული ბირთვული იარაღის ბელარუსში გადატანის ნიშნებს

✔️ მოსკოვი და მინსკი ბელორუსის ტერიტორიაზე ტაქტიკური ბირთვული იარაღის განთავსებაზე შეთანხმდნენ