მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მექსიკაში მერიას თავს დაესხნენ, მოკლულია მერი და მისი მამა - არიან დაჭრილებიც

თავდასხმა მერზე მექსიკაში

მექსიკის სამხრეთ შტატ გერეროში თავდამსხმელებმა მერი, მისი მამა და კიდევ 16 ადამიანი მოკლეს. აცხადებს ადგილობრივი ხელისუფლება. ამის შესახებ AP NEWS იტყობინება. 

შტატის გენერალურმა პროკურორმა სანდრა ლუზ ვალდოვინოსმა ტელეკომპანია Milenio-ს განუცხადა, რომ ქალაქ სან მიგელ ტოტოლაპანში 18 ადამიანი დაიღუპა და ორი დაიჭრა. დაღუპულთა შორის არიან მერი კონრადო მენდოზა და მისი მამა.

შემთხვევის ადგილიდან გადაღებულ კადრებში ჩანს ტყვიით დაცხრილული მერია.

ამასთან, მეზობელ შტატ მორლოსში, მეხიკოს სამხრეთით მდებარე ქალაქ კუერნავაკაში ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს შტატის დეპუტატიც.

მიუხედავად იმისა, რომ მექსიკაში საჯარო მოხელეებზე თავდასხმები იშვიათი არაა, ეს ხდება იმ დროს, როდესაც პრეზიდენტი ანდრეს მანუელ ლოპეს ობრადორის უსაფრთხოების სტრატეგია მნიშვნელოვნად განიხილება. 

პრეზიდენტმა დიდი პასუხისმგებლობა დააკისრა შეიარაღებულ ძალებს და არა სამოქალაქო პოლიციას ძალადობისა და თავდასხმების შეკავებაზე. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️ კალიფორნიაში გატაცებული ოჯახის 4 წევრი გარდაცვლილი იპოვეს

✔️ „ელოდებოდა ექსპერტიზის ჩატარებას და ექსპერტის ნაცვლად მოსამართლემ  მიაკითხა“ - შალვა ხაჭაპურიძე

✔️ „ვივამედზე“ ხორციელდება წნეხი, იმასთან დაკავშირებით, რომ მათ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა დადებითად შეაფასონ - შოთა თუთბერიძე