მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ელოდებოდა ექსპერტიზის ჩატარებას და ექსპერტის ნაცვლად მოსამართლემ  მიაკითხა“ - შალვა ხაჭაპურიძე

ადვოკატი

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კლინიკაში ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ მოინახულა. ადვოკატი აცხადებს, რომ მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. 

მისი თქმით, სააკაშვილი დღეს ექსპერტიზის ჩატარებას ელოდებოდა  და მის ნაცვლად მოსამართლემ მიაკითხა.

„მე რაც ვნახე, ეს არის სრული კატასტროფა. წნევა აქვს 200. ძალიან მძიმე  მდგომარეობაა. შევიდა ამერიკელი ექსპერტი, თუმცა რაიმე ექსპერტიზაზე საუბარი დღეს - წარმოუდგენელია.

ელოდებოდა ექსპერტიზის ჩატარებას და ექსპერტის ნაცვლად მოსამართლემ  მიაკითხა. ამის შედეგები ვნახეთ. არ ვიცი, როგორ დამთავრდება ეს ყველაფერი. მსგავსი უმძიმესი სიტუაცია, რაც წეღან ვნახე, არ მინახავს“, - აცხადებს სააკაშვილის ადვოკატი.

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️ „ვივამედზე“ ხორციელდება წნეხი, იმასთან დაკავშირებით, რომ მათ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა დადებითად შეაფასონ - შოთა თუთბერიძე

✔️ „ბატონი კობი აქედან არ წავა, სანამ მიხეილ სააკაშვილს არ ნახავს“ - შალვა ხაჭაპურიძე

✔️ ჩავუტარებ როგორც ფიზიკურ, ასევე, ნევროლოგიურ კვლევას - შაჰინ ემანუელ ლახანი სააკაშვილზე

✔️ ზურაბ აზარაშვილი განმარტავს, რატომ არ მიეცა სააკაშვილის საქმეში ჩასართავად საქართველოში ჩამოსულ უცხოელ ექიმს ლიცენზია

✔️  ნება უნდა დავრთოთ ექიმ კობის მიხეილ სააკაშვილი მოინახულოს - მიხეილ სააკაშვილის ამერიკელი ადვოკატი