მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მორავეცკი: რუსეთის სრული იზოლაციის საკითხი პრაღის სამიტმა დაადასტურა

მატეუშ მორავეცკი

პოლონეთის პრემიერ-მინისტრის მატეუშ მორავეცკის განცხადებით, პრაღაში გამართულმა პოლიტიკური გაერთიანების სამიტმა დაადასტურა, რომ რუსეთი სრულ იზოლაციაში უნდა იყოს, არა მარტო ევროპული, არამედ სხვა დანარჩენი ქვეყნებისგანაც. 

პრესკონფერენციაზე მორავეცკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირი ძლიერია არა მხოლოდ ეკონომიკურად, არამედ უსაფრთხოების კუთხითაც. 

„მთავარი თემა, რომელიც მე წამოვწიე ჩემს ყველა საუბარში და რომელიც ძალიან მკაფიოდ გაჟღერდა ყველა პანელზე, ეს არის რუსეთის საკითხი. როგორც დიქტატორული, აგრესიული და ტოტალიტარული სახელმწიფო, რუსეთის სრული იზოლაცია უნდა მოხდეს. ამ სამიტმა დაადასტურა ეს საკითხი“, - აღნიშნა მორავეცკიმ. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️ ირანული უპილოტო საფრენი აპარატები ომის მიმდინარეობაზე გავლენას არ მოახდენს, რუსები მათ ტერორისთვის იყენებენ - ISW

✔️ რუსული არმია გახდა უკრაინის შეიარაღებული ძალების მძიმე იარაღის მთავარი მიმწოდებელი - WSJ

✔️ რუსეთის რესურსები იწურება, კრემლის გადაწყვეტილებები სასაცილო ხდება, აგონიაში იმყოფებიან - ზურაბ ბატიაშვილი