მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსეთის რესურსები იწურება, კრემლის გადაწყვეტილებები სასაცილო ხდება, აგონიაში იმყოფებიან - ზურაბ ბატიაშვილი

„რონდელის ფონდის“ მკვლევარი

ექსპერტმა, „რონდელის ფონდის“ მკვლევარმა ზურაბ ბატიაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში, უკრაინაში ფრონტის ხაზზე მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ისაუბრა. მისი თქმით, რუსეთის სახელმწიფო მანქანა, იმდენად ძირმომპალია რომ კრემლის გადაწყვეტილებები სასაცილო ხდება. 

ბატიაშვილმა გადაცემაში, შეიარაღებაზე კონტროლისა და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის ბონი ჯენკინსის საქართველოში ვიზიტზეც მოკლე კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ეს არის ხაზგასმა იმისა, რომ საქართველოს მიმართ აშშ-ს ინტერესი არ განელებია. 

„ნებისმიერი მაღალი დონის ვიზიტი შეერთებული შტატებიდან ხაზგასმა არის იმისი, რომ მათი ინტერესი საქართველოს მიმართ არ განელებულა. თუ იქნება საუბარი ქართული ჯარის გადაიარაღებაზე, ამას არაფერი სჯობს, მაგრამ არსებულ სიტუაციაში ეჭვი მეპარება. 

რუსეთი საბჭოთა იარაღით იბრძვის და დიდწილად უკრაინაც. საბჭოთა იარაღი ნადგურდება და ჩვენ ხელთ გვაქვს საბჭოთა იარაღი. ფიზიკურადაც არავის ექნება იმის საშუალება, რომ ვიღაცისგან იყიდოს ტყვია-წამალი და ჭურვები. თავდაცვისუნარიანობა უნდა გაზარდო ქვეყნის, თუ ვიღაც აპირებს თავდასხმას და ეცოდინება საკმაოდ შეიარაღებული ხარ, შეიძლება გადაიფიქროს. რუსეთი ესხმის თავს იმას ვინც არის სუსტი. უკრაინაც სუსტად ჩათვალა“, - აცხადებს  ზურაბ ბატიაშვილი. 

ზურაბ ბატიაშვილი აცხადებს, რომ უკრაინა მალე დიდ ტერიტორიებს გაათავისუფლებს და ბრძოლას გააგრძელებს. 

მისი თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალები მალე ხერსონის ოლქის დეოკუპაციას მოახდენენ. 

„რუსეთის რესურსები იწურება, მათ შორის, განსაკუთრებით ადამიანური რესურსები, ხოლო უკრაინის იზრდება. იზრდება ის შეიარაღება, რომელიც დასავლეთიდან მოდის და ეს აისახება ფრონტის ხაზზე. ბოლო ერთი თვის განმავლობაში უკრაინელებმა 10 000 კვადრატულ კილომეტრზე დიდი ტერიტორია გაათავისუფლეს და რაც მთავარია, ეს პროცესი არ ჩერდება და გაგრძელდება.

ახალა დაიწყო ლუგანსკის ოლქზე შეტევა. რუსებს ლუგანსკში გამაგრებითი ხაზები არ აქვთ შექმნილი, ლუგანსკის ჩრდილოეთით გამაგრება ვერ მოასწრეს. ასევე, მნიშვნელოვანია ხერსონი. რატომ? იმიტომ, რომ ხერსონში არის ბოლო ელიტარული ნაწილები რუსული არმიის. ხერსონში რუსული არმია დამარცხდება.

სვატოვო, პირველი წერტილი იქნება, სადაც უკრაინა შეტევას მიიტანს, აქ ბევრი ტრაგიკომიკური სიტუაცია გათამაშდება იმიტომ, რომ აქ ახლად მობილიზებული რუსი ჯარისკაცები არიან, რომელთაც იარაღი პირველად დაინახეს და მაგათ წინ რომ დადგებიან, გამოცდილი უკრაინელი მებრძოლები და დაიწყებენ ქალაქის გათავისუფლებას წარმოიდგინეთ რა იქნება. ძალიან მალე მოხდება ეს, დიდ ტერიტორიებს გაათავისუფლებენ უკრაინელები. 

აგონიაში იმყოფებიან და არ იციან რას აკეთებენ. წარმოუდგენელია ანექსია გამოაცხადო ტერიტორიის, რომელიც არ გაქვს დაკავებული. ეს არის იმის მანიშნებელი, რომ ეს რუსეთის სახელმწიფო მანქანა, იმდენად ძირმომპალია რომ კრემლის გადაწყვეტილებებიც სასაცილო ხდება. ადრე თუ იყო მისი გადაწყვეტილებები საშიში, ახლა გახდა სასაცილო. უკრაინელები მალე ხერსონსაც გაათავისუფლებენ“, - დასძენს „რონდელის ფონდის“ მკვლევარი. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️ რუსული არმია გახდა უკრაინის შეიარაღებული ძალების მძიმე იარაღის მთავარი მიმწოდებელი - WSJ

✔️ უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმატებულმა შეტევამ ხერსონის ოლქში რუსეთი დილემის წინაშე დააყენა - ბრიტანული დაზვერვა

✔️ რუსები პანიკაში არიან კონტრშეტევის გამო - უკრაინის გენშტაბი

✔️ რუსეთის ფედერაციის გენერალურ შტაბს უკრაინიდან ჯარების გაყვანა სურს, კრემლში შეუქცევადი პროცესები დაიწყო - ჟდანოვი

✔️ „ნატო ახლა რუსეთის წინააღმდეგ იბრძვის“ - ნიკოლაი პატრუშევი„ნატო ახლა რუსეთის წინააღმდეგ იბრძვის“ - ნიკოლაი პატრუშევი