მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ოკუპანტებმა ხარკოვი ახალი ტიპის ბომბებით დაბომბეს - ჭურვებს პარაშუტით ყრიან

ოკუპანტებმა  ხარკოვი ახალი ტიპის ბომბებით დაბომბეს

რუსმა სამხედროებმა ხარკოვი ახალი ტიპის ბომბებით დაბომბეს, - ამის შესახებ ხარკოვის მერმა იგორ ტერეხოვმა განაცხადა.

ტერეხოვის თქმით, ბოლო ორი დღეა რუსები ჭურვებს ქალაქში პარაშუტის გამოყენებით ყრიან.

„ბოლო ორი დღეა, ნაღმებთან, ჭურვებთან ერთად, ხარკოვი იბომბება ახალი ტიპის ბომბებით. რუსი აგრესორი მათ პარაშუტით აგდებს“, - აცხადებს ხარკოვის მერი.

 მერმა ქალაქის მოსახლეობას მოუწოდა, არავითარ შემთხვევაში არ მიუახლოვდნენ მსგავს პარაშუტებს და სასწრაფოდ შეატყობინონ მაშველებს.

ცნობისთვის, ომის დაწყებიდან 1,5 თვის განმავლობაში რუსეთის არმიამ ქალაქში 1716 საცხოვრებელი კორპუსი გაანადგურა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

👉 კიევში ბორის ჯონსონი ჩავიდა

👉 მტერი ოდესის სანაპიროს ბლოკავს - სერგეი ბრაჩუკი

👉 უკრაინაში კიდევ 2 ქართველი სამხედრო დაიღუპა - დაჭრილია 5

👉 19 100 რუსი სამხედრო, 1 895 ჯავშანმანქანა, 705 ტანკი - უახლესი ცნობები რუსული არმიის დანაკარგის შესახებ

👉 „ორბანს სჭირდება ოფთალმოლოგი ბუჩას დასანახად“ - იაროსლავ კაჩინსკი

👉 რუსეთის შეჭრამ უკრაინაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ლტოლვილთა ყველაზე დიდი ნაკადის მოძრაობა გამოიწვია

👉 ლუგანსკის ადმინისტრაცია: რუსმა ორკებმა საყვარელი საქმე ჩაიდინეს და მშვიდობიან მოსახლეობას თავს დაესხნენ - არის მსხვერპლი