მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ნავალნის მოწამვლის შესახებ გაკეთებული განცხადებები დაუსაბუთებელია“ - რუსეთის საელჩო აშშ-ში 

ალექსეი ნავალნი

აშშ-ში რუსეთის საელჩოს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის მოწამვლის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გაკეთებული განცხადებები დაუსაბუთებელია. 

რუსების თქმით, ნავალნის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე პოლიტიკურად მოტივირებული არ არის. 

„განცხადებები მოწამვლის შესახებ აბსოლუტურად დაუსაბუთებელია. მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე პოლიტიკურად მოტივირებული არ არის. ის სასჯელს იხდის სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, რომელიც მიღებულია რუსეთის კანონმდებლობის შესაბამისად“, - ნათქვამია რუსეთის საელჩოს განცხადებაში. 

ცნობისთვის, რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი 2020 წლის 20 აგვისტოს მოწამლეს. მან თვითმფრინავში, რომელიც ტომსკიდან მოსკოვში მიფრინავდა, გონება დაკარგა. ნავალნიმ 3 კვირა კომაში გაატარა, ხოლო შემდეგ ის სამკურნალოდ გერმანიაში გადაიყვანეს. გერმანიის კლინიკა „შარიტეში“ ალექსი ნავალნის ორგანიზმში ქიმიური მომწამვლელი ნივთიერების „ნოვიჩოკის“ კვალი აღმოაჩინეს. საგამოძიებო ჯგუფ Bellingcat-ის დასკვნის მიხედვით, ნავალნის მოწამვლაში რუსული სპეცსამსახურები, კერძოდ კი უშიშროების ფედერალური სამსახურის თანამშრომლები მონაწილეობდნენ.

2021 წლის იანვარში ნავალნი ბერლინიდან მოსკოვში დაბრუნდა და ის აეროპორტშივე დააკავეს. მას შემდეგ ოპოზიციონერი ციხეში იმყოფება.

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

🔴 მოსკოვში რუსი პროპაგანდისტის შვილი მანქანაში ააფეთქეს

🔴 ალბანეთში ორი რუსი და ერთი უკრაინელი დააკავეს, რომლებიც სამხედრო ქარხანაში შესვლას ცდილობდნენ