მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ომი უნდა დასრულდეს, შეხვედრის დროა“ - ვოლოდიმერ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი

„ომის დასრულებაა საჭირო. უკრაინის წინადადებები მაგიდაზეა. შეხვედრის დროა. საუბრის დროა“,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელენსკიმ განაცხადა. 

„როგორც წესი, ასეთ დროს ვამბობდით – გაზაფხული მოვიდა; ახლა კი ვამბობთ – ომი მოვიდა. მაგრამ ჩვენ მაინც დავამარცხებთ ყველას, რადგან თავისუფალი ქვეყნის თავისუფალი ერი ვართ“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკის თქმით, ომის დაწყების დღიდან დაიღუპა 14 ათასი რუსი სამხედრო, ხოლო ათობით ათასი დაშავდა და მან რუსეთს ომის დასრულებისკენ მოუწოდა.

„ომის დასრულებაა საჭირო. უკრაინის წინადადებები მაგიდაზეა. შეხვედრის დროა. საუბრის დროა. დროა, აღდგეს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა და სამართლიანობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, რუსეთის დანაკარგები ისეთი იქნება, რომ რამდენიმე თაობაც არ იქნება საკმარისი წამოდგომისთვის“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ამავე თემაზე: 

📣 მიკოლაევში სარაკეტო დარტყმას 45 ადამიანი ემსხვერპლა

📣 უკრაინის შემდეგ ჩვენ ვდგავართ რიგში და ეს ვიცით - გია ხუხაშვილი

📣 უკრაინის დემილიტარიზაციის საკითხზე მოსკოვი და კიევი „სადღაც შუა გზაზე არიან“ - ვლადიმერ მედინსკი

📣 რუსეთი დაუმარცხებელია, არც ეცადოთ მისი მთლიანობის დარღვევა, პასუხი მყისიერი იქნება - რამზან კადიროვი 

📣 ჩინეთი „მშვიდად“ შორდება იზოლირებულ რუსეთს - CNN

📣 რა სურს პუტინს და დაასრულებს თუ არა რუსეთი ომს?