მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ომის დროს ესპანეთში დასვენების გამო უკრაინის გენპროკურორის მოადგილე თანამდებობიდან გადადგა

ალექსეი სიმონენკო

უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილემ, ალექსეი სიმონენკომ, რომელიც შვებულებაში ესპანეთში წავიდა 2022 წლის ბოლოს, თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა. 

სიმონენკო მარბელაში გაემგზავრა ახალი წლის აღსანიშნავად ოჯახთან ერთად 10 დღის განმავლობაში.

როგორც უკრაინული მედია წერს, ეს არ არის ერთადერთი საკადრო გადაწყვეტილება. ასევე გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილემ, კირილო ტიმოშენკომ.

მანამდე, უკრაინის რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარემ, დავით არახამიამ განაცხადა, რომ ფრაქციის ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობიდან პაველ ხალიმონი გათავისუფლდება, რადგან მან ომის მიმდინარეობისას ფეშენებელური სახლი შეიძინა.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 რუსეთში სამობილიზაციო მომზადების სისტემა სრულად არ იყო ადაპტირებული თანამედროვე რეალობებთან - რუსეთის არმიის შტაბის უფროსი

👉 „ტანკებთან დაკავშირებით, დარჩენილია უკანასკნელი ნახევარი ნაბიჯი“ - დმიტრო კულება

👉 პენტაგონი: ბრედლის პირველი ქვეითი საბრძოლო მანქანები უკრაინაში უახლოეს კვირებში ჩავა

👉 ნატო არასდროს ყოფილა ისე გაერთიანებული, როგორც ეს უკრაინაში ომის დროს მოხდა - ჯონ კირბი