მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პანიკას ნუ თესავთ - ზელენსკი დასავლეთს მიმართავს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმერ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმერ ზელენსკი დასავლეთის ქვეყნებს მიმართავს და მოუწოდებს, რომ შესაძლო რუსულ აგრესიაზე საუბრისას უკრაინის გარშემო პანიკის დათესვისგან თავი შეიკავონ. ამის შესახებ BBC იუწყება. 

როგორც ზელენსკიმ ჟურნალისტებს უთხრა, გარდაუვალ აგრესიაზე საუბარი უკრაინის ეკონომიკას ემუქრება.

„არსებობს სიგნალები, მათ შორის სხვადასხვა ქვეყნის პატივცემული ლიდერისგან, რომლებიც უბრალოდ ამბობენ - ხვალ ომი იქნება. ეს პანიკაა და ის ძალზე ძვირი უჯდება უკრაინის სახელმწიფოს“, - განაცხადა ზელენსკიმ პრესკონფერენციაზე. 

ზელენსკის განცხადებით, მან იცის, რომ რუსეთმა უკრაინის საზღვართან 100-ათასიანი დაჯგუფება განათავსა, მაგრამ ის დიდ საფრთხეს ვერ ხედავს, რადგანაც ძალთა ასეთივე კონცენტრაცია საზღვართან 2021 წლის გაზაფხულზეც იყო.

ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს ქვეყნების შიგნით სიტუაციის დესტაბილიზაცია წარმოადგენს.

ცნობისთვის, 27 იანვარს აშშ-ის პრეზიდენტს ჯო ბაიდენსა და უკრაინის ლიდერს, ვოლოდიმერ ზელენსკის შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ბაიდენმა გააფრთხილა ზელენსკი, რომ რუსეთი უკრაინას შეიძლება მომავალ თვეს თავს დაესხას.

ინფორმაციას იმის შესახებ, რომ რუსეთი ომისთვის ემზადება, ოფიციალური მოსკოვი უარყოფს.

იხილეთ აგრეთვე:

🔴 რუსეთი შეიარაღებული ძალების ნაწილს უკრაინის საზღვრიდან უკან აბრუნებს

🔴 „კონკრეტიკა გვჭირდება, ღიად გვითხარით, რომ ნატოში არასდროს ვიქნებით“ - ვოლოდიმირ ზელენსკი

🔴 „უკრაინა „ტიტანიკი“ არ არის, უკრაინა წინ მიდის“ - ვოლოდიმირ ზელენსკი

🔴 „თუ ზელენსკის სურს ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზაცია, ჩვენ მზად ვართ“ - სერგეი ლავროვი