მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„უკრაინა „ტიტანიკი“ არ არის, უკრაინა წინ მიდის“ - ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გააკრიტიკა ცალკეული ქვეყნების გადაწყვეტილება უკრაინიდან დიპლომატების ევაკუაციის შესახებ, რადგან, მისი თქმით, ეს ძალიან უარყოფითი სიგნალია ყველასთვის.

„მივიჩნევ, რომ დიპლომატების ევაკუაცია შეცდომაა. ამას გულწრფელად ვამბობ. არ მაქვს უფლება ვთქვა, რომ ეს პატივცემული სახელმწიფოების მთავრობების შეცდომაა. სიგნალი მივიღეთ, რომ ევაკუირებული პირები პირველი დონის თანამშრომლები არ არიან. ასე არ მივიჩნევ, ასეთ სიტუაციაში - ყველა პირველი დონისაა“, - აღნიშნავს ზელენსკი. 

ზელენსკის თქმით, საელჩოს თანამშრომლები და დიპლომატები უკრაინაში უნდა იყვნენ. 

„ვფიქრობ, რომ აქ უნდა იყვნენ საელჩოს თანამშრომლები და დიპლომატები. ისინი არიან დიპლომატიის კაპიტნები, სახელმწიფოების წარმომადგენლები და ჩვენ ვიცით, რომ  კაპიტნები ხომალდს ბოლოს ტოვებენ. უკრაინა „ტიტანიკი“ არ არის, უკრაინა წინ მიიწევს“, - აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.

შეგახსენებთ, 2021 წლის ნოემბრის შემდეგ აშშ-ის და ნატოს ქვეყნების დაზვერვა უკრაინის საზღვართან რუსეთის შეიარაღებული ძალების კონცენტრაციის შესახებ იუწყება. შეერთებული შტატები ეჭვობენ, რომ მოსკოვი უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიან აგრესიას ამზადებს. იხილეთ აგრეთვე:

🔴 გერმანია უკრაინის დასახმარებლად 5 000 ჩაფხუტს აგზავნის

🔴 The New York Times აშშ-ის მიერ რუსეთისთვის გაგზავნილი პასუხის დეტალებს ასაჯაროებს

🔴 უკრაინაში რუსეთის შეჭრის 4 შესაძლო სცენარი - depo.ua

🔴 „ჩვენი არმიის და შეიარაღების შემადგენლობა ალბათ 10-ჯერ უკეთესია ვიდრე, 2014 წელს იყო“ - ლიზა იასკო

🔴 „რუსეთს არ ჰყავს საკმარისი ჯარი უკრაინის საზღვარზე, რათა განახორციელოს სრულმასშტაბიანი სამხედრო შეჭრა“ - დასავლელი ექსპერტები

🔴 „რუსეთი უკრაინაში შეჭრას თებერვლის შუა რიცხვებამდე აპირებს“ - ვენდი შერმანი