მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პატრიარქის წინააღმდეგ სანქციების დაწესება მხოლოდ სატანისტებს შეუძლიათ - მარია ზახაროვა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი მარია ზახაროვა, კანადის მიერ რუსეთის პატრიარქ კირილის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს გამოეხმაურა.

„პატრიარქის წინააღმდეგ სანქციების დაწესება მხოლოდ სატანისტებს შეუძლიათ“, - აღნიშნა  რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ.

ცნობისთვის, კანადამ პატრიარქ კირილს სანქციები დაუწესა. 

ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა მელანი ჯოლიმ უკრაინაში რუსეთის უკანონო შეჭრასთან დაკავშირებით დამატებითი სანქციების შესახებ G20-ის შეხვედრაზე განაცხადა, რომელიც ინდონეზიაში, კერძოდ ბალიზე გაიმართა.

გამოქვეყნებული სიის მიხედვით, რუსეთის პატრიარქი ვლადიმერ მიხაილოვიჩ გუნდიაევი {პატრიარქი კირილი} კანადის ახალი სანქციების ქვეშ მოექცა.

„პატრიარქი კირილი სასანქციო სიაში მოხვდა როგორც რუსი აგენტი, რომელიც დეზინფორმატორად არის იდენტიფიცირებული და რომელიც უკრაინაში რუსეთის არაპროვოცირებული და გაუმართლებელი შეჭრის მხარდაჭერასა და უზრუნველყოფაზეა პასუხისმგებელი“, - განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტრომ.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔴 რუსეთი ფართომასშტაბიანი შეტევისთვის ემზადება - ISW

🔴 არ დაგიწყიათ, მაგრამ უკვე ამთავრებთ ამ ყველაფერს - ალექსეი არესტოვიჩი პუტინს

🔴 ოდესის ოლქში უკრაინელ სამხედროებსა და რუსეთის ავიაციას შორის საჰაერო ბრძოლა გაიმართა