მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

არ დაგიწყიათ, მაგრამ უკვე ამთავრებთ ამ ყველაფერს - ალექსეი არესტოვიჩი პუტინს

ალექსეი არესტოვიჩი

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელის მრჩევლის ალექსეი არესტოვიჩის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადება იმის თაობაზე, რომ უკრაინაში რუსულ ჯარს „ჯერ სერიოზულად არაფერი დაუწყია“, შიდა აუდიტორიისთვის იყო განკუთვნილი.

„ამ ყველაფერზე ერთი პასუხი მაქვს: არ დაგიწყიათ, მაგრამ უკვე ამთავრებთ ამ ყველაფერს. ყველა ეს მცდელობა ძალიან ხანმოკლეა. თვე-ნახევარი და, ვფიქრობ, რომ ისინი ნელ-ნელა მინელდება შეტევის მცდელობისას“, - აღნიშნავს უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი.

არესტოვიჩის თქმით, პუტინი „ცდილობს კარგი შთაბეჭდილების მოახდინოს ძალიან ცუდი თამაშის დროს“.

მან, ასევე, აღნიშნა, რომ დიქტატორმა იცის რუსული არმიის წარუმატებლობის შესახებ უკრაინაში.

„მხოლოდ სულელს შეუძლია იფიქროს, რომ ყველაფერი კარგად მიდის“, - განაცხადა ალექსეი არესტოვიჩმა. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔴 ოდესის ოლქში უკრაინელ სამხედროებსა და რუსეთის ავიაციას შორის საჰაერო ბრძოლა გაიმართა

🔴 უკრაინა ხერსონის გასათავისუფლებლად ემზადება - ISW

🔴 „უბედურება ელოდება რუსეთის ფედერაციას“ - რუსეთის  ყოფილი პრემიერი

🔴 „ის, რის ექსპორტსაც რუსეთი დღეს მსოფლიოში ახორციელებს, არის სიკვდილი, კრიზისი და სიცრუე“ - დმიტრო კულება

🔴 ლისიჩანსკის აღება ოკუპანტებს ლუგანსკზე კონტროლის დამყარების საშუალებას აძლევს - ბრიტანული დაზვერვა