მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პენტაგონი: უკრაინისთვის მოიერიშე თვითმფრინავების გადაცემის საკითხი განიხილება, მაგრამ ამას წლები დასჭირდება

პენტაგონმა შესაძლოა შეაჩეროს უკრაინაში იარაღის მიწოდება

„ამერიკის შეერთებულ შტატებს ჯერ არ მიუწოდებია მეოთხე თაობის მოიერიშე თვითმფრინავები უკრაინისთვის, თუმცა ეს საკითხი მოლაპარაკებების პროცესში განიხილება“, - ამის შესახებ ბრიფინგზე პენტაგონის ხელმძღვანელის მოადგილემ კოლინ კალმა განაცხადა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინაში მოიერიშე თვითმფრინავების შესაძლო გადაცემის საკითხი რჩება მოლაპარაკების მაგიდაზე, მაგრამ ამ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილებები მიღებული არ არის.

„ამიტომ ჩვენი ყურადღება გამახვილებულია იმაზე, თუ რა სჭირდებათ უკრაინელ მებრძოლებს აღმოსავლეთ უკრაინაში, კონტრშეტევაზე გადასასვლელად“, - აცხადებს პენტაგონის ოფიციალური წარმომადგენელი. 

მისი თქმით, ამჟამინდელი საავიაციო პრიორიტეტი აშშ-სთვის არის იმ თვითმფრინავების ნორმალური გამოყენების უზრუნველყოფა, რაც უკრაინას უკვე აქვს.

„შემიძლია გითხრათ, რომ მოიერიშე თვითმფრინავების გადაცემის საკითხი რჩება მოლაპარაკების მაგიდაზე, უბრალოდ, აღნიშნულ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილებები ამ ეტაპზე არ არის მიღებული“, - განაცხადა მან.

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

🔴 ახალგაზრდა კაცმა აშშ-ში 1700-ზე მეტი რეპტილია კონტრაბანდულად შეიტანა, მათ შორის 60 გველი

🔴 „ევროპის ქვეყნები რუსების წინაშე რკინის ფარდის ჩამოშლით თავს ისჯიან“ - დუმის სპიკერი

🔴 მარიუპოლში უკრაინელი დამცველების სასამართლო პროცესი მართლმსაჯულების დაცივნა იქნება - ნედ პრაისი