მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ერდოღანი: შვედეთი არ უნდა მოელოდეს, რომ თურქეთი მის ნატოში გაწევრიანებას მხარს დაუჭერს

თურქეთის პრეზიდენტი

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი შვედეთის ნატოში გაწევრიანებას მხარს არ დაუჭერს. 

ერდოღანის განცხადება შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში თურქეთის საელჩოს წინ ყურანის დაწვის ფაქტს მოჰყვა, რასაც ოფიციალურმა ანკარამ „რასისტული ქმედება“ და „თანამედროვე ბარბაროსობა“ უწოდა. 

„ეს ბინძური ქმედებები შვედეთში არის მუსლიმების შეურაცხყოფა და ზოგადად, ყველა ადამიანის ყველა უფლებისა და თავისუფლების ხელყოფა. თქვენ აგრძელებთ ტერორისტების მხარდაჭერას და ელით ჩვენს მხარდაჭერას ნატოში გაწევრიანების მიზნით, ეს არ მოხდება. შვედეთი აღარ უნდა დაელოდოს ჩვენგან ამ მხარდაჭერის მიღებას.

თუ შვედეთის ხელისუფლება პატივს სცემს მუსლიმების უფლებებსა და თავისუფლებას, მაშინ მათ პირველ რიგში პატივი უნდა სცენ თურქეთის რესპუბლიკასა და ყველა მუსლიმის რელიგიურ შეხედულებებს. თუ ამ პატივისცემას არ გამოიჩენთ, მაშინ ბოდიში, მაგრამ ჩვენგან ნატოში გაწევრიანებაზე მხარდაჭერას ვერ მიიღებთ“, - განაცხადა ერდოღანმა. 

ასევე დაგაინტერესებთ: 

🔴 რუსეთის ჯარში წვერის ტარების აკრძალვამ გერასიმოვისა და შოიგუს კრიტიკა გამოიწვია - ბრიტანული დაზვერვა

🔴 „რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკების პირობები ამჟამად არ არსებობს“ - პესკოვი

🔴 რუსეთის განცხადებით, უკრაინა დასავლეთის მიერ მიწოდებულ იარაღს ატომური ელექტროსადგურების ტერიტორიაზე ინახავს

🔴 ესპანეთში დააკავეს დაჯგუფების წევრები, რომლებიც უკრაინელ ლტოლვილებს გაუსაძლის პირობებში ამუშავებდნენ

🔴 რუსული ფლოტის ხომალდი ჩინეთთან ერთობლივ წვრთნებს გამართავს