მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ფრანგმა აქტივისტმა პუტინის შვილის ვილაში შეაღწია, სადაც უკრაინელი ლტოლვილების შესახლებას აპირებს - The Insider

ფრანგი აქტივისტი პიერ აფნერი

ფრანგმა აქტივისტმა პიერ აფნერმა ბიარიცში რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის შვილის ვილაში შეაღწია, საკეტები შეცვალა და განაცხადა, რომ ვილა მზად არის პუტინის რეჟიმის, პირველ რიგში, უკრაინელი ლტოლვილების მისაღებად. 

როგორც პიერ აფნერმა The Insider-ს განუცხადა, ვილას აქვს რვა საძინებელი და სამი აბაზანა.

აღნიშნულ ვილაში, აგრეთვე, აღმოაჩინეს დოკუმენტები გენადი ტიმჩენკოსა და კირილ შამალოვის შესახებ.

დოკუმენტებს შორის, აღმოაჩინეს პუტინის ყოფილი სიძის კირილ შამალოვის პასპორტის ასლი და, ასევე, ელექტროენერგიის გადასახადის ფრანგული თარგმანი მოსკოვში რეგისტრაციის ადგილის მიხედვით. ამგვარი დოკუმენტები საჭიროა საფრანგეთში საბანკო ანგარიშის გასახსნელად, თავად ვილის შესაძენად და ა.შ.  ასევე, ნაპოვნია 2009 წლის მინდობილობა, რომელიც გაცემულია „ფინეთის მოქალაქის გენადი ტიმჩენკოს“ მიერ ფრანგი ფრანსუაზ დიუშოსალის სახელზე, რომელიც ვილაში რემონტზე იყო პასუხისმგებელი.

საფრანგეთის უძრავი ქონების რეესტრის მიხედვით, რომელსაც The Insider-ი გაეცნო, ვილა 2007 წლიდან გენადი ტიმჩენკოს ეკუთვნოდა, 2012 წელს კი შამალოვს გადაეცა.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პუტინი თანხებს უძრავ ქონებაში აბანდებს ატლანტის ოკეანის სანაპიროზე, პოლიტიკოსმა ალექსანდრე ბელიაევმა ჯერ კიდევ 1996 წელს გამოაქვეყნა, საუბარი იყო სანქტ-პეტერბურგის მერიიდან მოპარულ თანხებზე.

აღნიშნული ბრალდება პუტინმა კატეგორიულად უარყო და როგორც მაშინდელი პრესა წერდა, პუტინი ამტკიცებდა, რომ არც კი იცოდა სად იყო ატლანტის სანაპირო.

სასამართლო პროცესზე, სადაც სობჩაკი და პუტინი კორუფციის შესახებ ბრალდებების უარყოფას ცდილობდნენ, პუტინი ამტკიცებდა, რომ თუკი ქურდობას ექნებოდა ადგილი, „რატომ არაფერს აკეთებენ სპეცსამსახურები მერისა და მისი გარემოცვის უკანონო ქმედებების შესაჩერებლად“.

„როგორც ჩანს, შამალოვის ვილა არ არის პუტინის ერთადერთი სასახლე ბიარიცში, ყოველ შემთხვევაში, რადიო Europe 1-მა, საფრანგეთის სადაზვერვო სამსახურებზე დაყრდნობით გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ 1996 წელს მან იყიდა სტრავინსკის ყოფილი ვილა, რომელიც მდებარეობს მისამართზე 9 rue de la Fregate-ში, ასევე, ბიარიცში. ბიარიცში არის მესამე ვილაც, რომელიც დაკავშირებულია პუტინთან, ეს მისი ყოფილი მეუღლის სახლია, რომელიც ახლა მის ახალ ქმარს, არტურ ოჩერეტნის ეკუთვნის. ომის დაწყების შემდეგ აქტივისტებმა ვილის კედლები უკრაინის დროშის ფერებში შეღებეს“, - წერს გამოცემა. 

აგრეთვე, დაგაინტერესებთ:

📢 „პუტინი იმედგაცრუებულია“- აშშ-მა განმარტა, თუ რატომ დაესხა თავს რუსეთი იავორივის საცდელ ადგილს

📢 „დასავლელმა მოკავშირეებმა არ უნდა გამორიცხონ ვლადიმერ პუტინის მოკვლა“ - ბრიტანელი პოლკოვნიკი

📢 პუტინს აქვს სერიოზული დაავადება, რომელიც იწვევს ტვინის აშლილობას - Daily Mail

📢 რუსეთმა ჩინეთს უკრაინის ომში სამხედრო და ეკონომიკური დახმარება სთხოვა

📢 აზერბაიჯანი, სომხეთი, სერბეთი, სირია - 4 ქვეყნიდან სამხედროები რუსეთში გადაიყვანეს

📢 „რუსი ჯარისკაცის გარდაცვალების შესახებ ნათესავების ინფორმირება ფსიქოლოგიური გავლენის ბოროტი და დაბალი მეთოდია“ - რამზან კადიროვი

📢 უკრაინელებმა დაამარცხეს რუსების საზღვაო ქვეითთა ნაწილები - 600 დაიღუპა და ამდენივე დაიჭრა