მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აზერბაიჯანი, სომხეთი, სერბეთი, სირია - 4 ქვეყნიდან სამხედროები რუსეთში გადაიყვანეს

სამხედროები

სამხედრო ოლქის გიუმრის (სომხეთი) 102-ე სამხედრო ბაზის 800 სამხედრო მოსამსახურე უკრაინის საბრძოლო ზონაში შემდგომი გადაყვანისთვის რუსეთში ჩაიყვანეს. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა Facebook გვერდზე დაწერა. 

„მზადდება დამატებითი დანაყოფების უკრაინის ტერიტორიაზე საომარი მოქმედებების ჩასატარებლად გადაყვანა. ამგვარად, არსებული ინფორმაციით, 9-10 მარტს, ყოველდღიური სამხედრო ოლქის 102-ე სამხედრო ბაზის (გიუმრი, სომხეთი) 800 სამხედრო მოსამსახურე რუსეთის ფედერაციაში საბრძოლო ზონაში გადაიყვანეს. წყნარი ოკეანის ფლოტის საზღვაო მე-40 ცალკეული ბრიგადის (პეტროპავლოვსკი-კამჩატსკი) 1500-მდე ადამიანი ბელორუსიაში იგზავნება სარკინიგზო გზით. ასევე, 820-ე სარაკეტო თავდასხმის გამაფრთხილებელი ცენტრი (სოლნეჩნოგორსკი) არჩევს პერსონალს უკრაინის წინააღმდეგ საომარ მოქმედებებში მონაწილეობის მისაღებად“, - ვკითხულობთ უკრაინის გენშტაბის განცხადებაში.

განცხადებაში, ასევე, აღნიშნულია, რომ უკრაინაში აზერბაიჯანიდან გადადიან ჯარისკაცები, რათა საოკუპაციო ძალების დანაკარგი შეავსონ.

„საოკუპაციო ძალების დანაკარგების სასწრაფო შევსების მიზნით, „სამშვიდობო“ კონტინგენტის ნაწილი მთიანი ყარაბაღიდან (აზერბაიჯანი) უკრაინაში გადადის. ასევე, არსებული ინფორმაციით, ჩართულია დიდი რაოდენობით დაქირავებული მებრძოლი სხვა ქვეყნებიდან (სირია, სერბეთი).

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

✔️ რუსებმა ირპენში New York Times-ის ჟურნალისტი დახვრიტეს

✔️ „რამზან კადიროვი უკრაინაში ჩავიდა და ივანკოვოში იმყოფება“ - ანტონ გერაშჩენკო

✔️ ჩერნიგოვში უკრაინელებმა კიევისკენ მიმავალი რუსული სატანკო კოლონა გაანადგურეს

✔️ ვლადიმერ პუტინი ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის წინააღმდეგი არ არის - თურქული მხარე

✔️ მელიტოპოლში რუსებმა მერის მოვალეობის შემსრულებლად საკრებულოს დეპუტატი „ოპოზიციური ბლოკიდან“ გალინა დანილჩენკო დანიშნეს

✔️ კიევი ბლოკადისთვის მზადაა - უკრაინული მედია

✔️ 🎥მელიტოპოლში რუსმა სამხედროებმა კომენდანტის საათი დააწესეს და ხალხს ქუჩაში გასვლას უკრძალავენ

✔️ მარიუპოლში უკრაინელმა სამხედროებმა რუსების 6 ტანკი გაანადგურეს და 12 სამხედრო ტყვედ აიყვანეს