მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ფრონტის ხაზზე არსებული სიტუაცია ნათლად აჩვენებს, რომ ინიციატივა უკრაინას ეკუთვნის - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი

„ფრონტის ხაზზე არსებული ვითარება აშკარად მიუთითებს, რომ ინიციატივა უკრაინას ეკუთვნის. ჩვენი სამხედროები ძალიან ფრთხილად და ძალიან გაბედულად წყვეტენ ამოცანებს, რომლებსაც სარდლობა მათ წინაშე აყენებს“, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა. 

„რა თქმა უნდა, საკმაოდ ხმაურიანი ამბებია რუსეთიდან. ბევრი კითხვა ამის შესახებ. ბევრი კითხვაა ამის შესახებ, მაგრამ რა მოხდა სინამდვილეში? რა გაჟღერდა, რაც ადრე არ გაჟღერებულა?  ჩვენი პოზიციები ნათელია და კარგად არის ცნობილი.  ეს არის ერთადერთი, რაც უნდა გვაინტერესებდეს. 

მეტი მხარდაჭერა უკრაინის შეიარაღებული ძალებს! მეტი მხარდაჭერა დაზვერვას!  მეტი მხარდაჭერა სპეციალური ოპერაციების ძალებს! მეტი მხარდაჭერა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურს! მხარდაჭერა ყველას ვინც ჩვენს ტერიტორიებს იცავს. 

ხმაურის ან სადღაც გაკეთებული განცხადებების გამო ჩვენი პოზიციები არ იცვლება. ასე რომ, ჩვენ ვაგრძელებთ ზეწოლას. ჩვენ ვინარჩუნებთ ერთიანობას. ჩვენ ვიცავთ უკრაინას. ჩვენ ვათავისუფლებთ ჩვენს მიწას და ჩვენ არ ვაჩვენებთ სისუსტეს“, - აღნიშნა ზელენსკიმ. 

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

✔️ პუტინის „რეფერენდუმის“ გეგმები, უპირველეს ყოვლისა, მიმართულია რუსეთის შიდა აუდიტორიაზე - „ომის შემსწავლელი ინსტიტუტი“

✔️ სახელმწიფო, რომელიც შიმშილობას იწვევს, მსოფლიოსგან ყველაზე მკაცრ რეაქციას იმსახურებს - ზელენსკი