მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პირობები, რომელთა სანაცვლოდაც თურქეთი ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრიანებას დათანხმდა

პირობები, რომელთა სანაცვლოდაც თურქეთი ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრიანებას დათანხმდა

თურქეთმა დაადასტურა, რომ ხელი მოაწერა სამმხრივ მემორანდუმს ფინეთთან და შვედეთთან, რომელიც მხარს უჭერს მათ ნატოში გაწევრიანებას. ერთი პუნქტი შვედეთსა და ფინეთს ავალდებულებს, სრულად ითანამშრომლონ თურქეთთან ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში, რაც, ასევე, გულისხმობს სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლას.

თურქეთის, ფინეთისა და შვედეთის მიერ ხელმოწერილი მემორანდუმი 11 პუნქტს მოიცავს.

პირობები, რომელთა სანაცვლოდაც მიიღო თანხმობა შვედეთმა და ფინეთმა თურქეთისგან: 

✔️ თურქეთის პრეზიდენტის თქმით, ჰელსინკისა და სტოკჰოლმის შეთანხმებაა, რომ არ დაუჭერენ მხარს ქურთი ხალხის დაცვის ქვედანაყოფებს, რომლებიც ცნობილია როგორც YPG, რომელსაც თურქეთი ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს

✔️ თურქეთის განცხადებაში ნათქვამია, რომ ფინეთმა და შვედეთმა, ასევე, დაადასტურეს, რომ სეპარატისტული მებრძოლი ქურთისტანის მუშათა პარტია არის „აკრძალული ტერორისტული ორგანიზაცია“ და იღებენ ვალდებულებას, „აღკვეთონ ქურთისტანის ქმედებები“, ყველა სხვა ტერორისტული ორგანიზაცია და მათი გაფართოებები

✔️ თურქეთმა დაამატა, რომ სამი ქვეყანა შეთანხმდნენ, რომ იარაღის ეროვნული ემბარგო არ იმოქმედებს

✔️ თურქეთი, ფინეთი და შვედეთი ვალდებულნი არიან შექმნან დაზვერვის ინფორმაციის გაზიარების მექანიზმი კონტრტერორისტული ოპერაციების გასაფართოებლად და ორგანიზებულ დანაშაულთან საბრძოლველად

✔️ ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ ფინეთი და შვედეთი „დაჩქარებულად და საფუძვლიანად“ განიხილავენ თურქეთის მოთხოვნას ტერორიზმში ეჭვმიტანილთა ექსტრადიციაზე

✔️ ფინეთი და შვედეთი შეთანხმდნენ, რომ გამოიძიონ და აკრძალონ ქურთისტანის მუშათა პარტიის ნებისმიერი დაფინანსება და რეკრუტირება, რომელიც ტერორისტულ ორგანიზაციად ითვლება თურქეთის, აშშ-სა და ევროკავშირის მიერ

აღსანიშნავია, რომ თურქეთი თანახმაა, მხარი დაუჭიროს ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრიანებას.

ამავე თემაზე: 

🔴 თურქეთი ფინეთისა და შვედეთის ნატოში მიწვევას დათანხმდა

🔴 ყველაზე დიდი დაბრკოლება გადალახულია - ნატო ორ ახალ წევრს იღებს - BBC