მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პირველად 3 წლის განმავლობაში ჩინეთი ყველა სახის ვიზების გაცემას განაახლებს

მოსახლეობა ჩინეთში

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო საქმეთა დეპარტამენტის განცხადებით, მიმდინარე წლის 15 მარტიდან ჩინეთში შესასვლელად უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის ყველა კატეგორიის ვიზების გაცემა და მისი განხილვა განახლდება. ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება. 

მშპ-ს ყველაზე ცუდი ზრდის ფონზე მოსალოდნელია, რომ ეს ნაბიჯი ჩინეთის ეკონომიკას ახალ ბიძგს მისცემს.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ასევე განაცხადა, რომ ქვეყანაში შესვლას შეძლებენ 2020 წლის 28 მარტამდე გაცემული ვიზების მქონე უცხოელებიც, თუკი მათ ვიზას ვადა არ აქვს გასული. 

2019 წელს ჩინეთში 670 მილიონი მოგზაურობა განხორციელდა, საიდანაც 97,7 მილიონი უცხოელი იყო.

აღსანიშნავია, ის ფაქტიც რომ გასული წლის დეკემბერში ჩინეთმა კოვიდ 19-ის გამო დაწესებული მკაცრი რეგულაციები მოხსნა. 

ასევე დაგაინტერესებთ: 

👉 ჰიუსტონში 4 წლის გოგოს 3 წლის დამ ესროლა და მოკლა