მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ჰიუსტონში 4 წლის გოგოს 3 წლის დამ ესროლა და მოკლა

ჰიუსტონში 4 წლის გოგონას 3 წლის დამ ესროლა და მოკლა

აშშ-ში, ჰარისის ოლქის შერიფის ედ გონსალესის თქმით, ჰიუსტონში 4 წლის გოგოს 3 წლის დამ ცეცხლსასროლი იარაღიდან შემთხვევით ესროლა და მოკლა. ამის შესახებ ამერიკული მედია იტყობინება. 

შერიფ გონსალესის თქმით, წინასწარი გამოძიებით დადგინდა, რომ ორი ბავშვი ოჯახის წევრებთან ერთად იმყოფებოდა, რა დროსაც ერთმა მათგანმა დატენილი იარაღი აიღო და თავის დას შემთხვევით ესროლა. 

გონსალესის თქმით, ბავშვი ადგილზე დაიღუპა. 

ამერიკული მედიის ცნობით, ოლქის პროკურორმა უნდა გადაწყვიტოს, წაუყენებენ თუ არა ბრალს ოჯახის რომელიმე წევრს. 

„თქვენ პასუხისმგებელი უნდა იყოთ იარაღის ფლობაზე. დაიცავით თქვენი იარაღი უსაფრთხო ადგილას. არ არის საკმარისი ბავშვებს უთხრათ, რომ არ შეეხონ მათ“, - აცხადებს გონსალესი. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 პუტინმა კონტროლი დაკარგა თავის პროპაგანდისტულ მანქანაზე, კრემლში შიდა ბრძოლაა - ISW

👉 მზად ვარ კიევში წავიდე, მაგრამ მოსკოვში წასვლის პირობით - ორივე ქვეყანაში წავალ ან არცერთში - რომის პაპი