მთავარი

ძიება

ვიდეო

კონტაქტი

პუტინი ევროპაში მშვიდობის ბოლო ბურჯებს ანადგურებს - გერმანიის პრეზიდენტი

გერმანიის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ევროპაში მშვიდობის  ბოლო ბურჯებს ანადგურებს. ამის შესახებ გერმანიის პრეზიდენტმა ფრანკ-ვალდერ შტაინმაიერმა განაცხადა. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს. 

შტაინმაიერმა უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიას „ცივი ომის“ დასრულების შემდეგ ყველაზე სერიოზული კრიზისი უწოდა და მოუწოდა მსოფლიოს, რომ ახალი კონფლიქტებისთვის მოემზადოს.

„1980-1990 წლებიდან არც ერთი კრიზისი, არც ერთი კონფლიქტი არ იყო იმაზე სერიოზული, ვიდრე რუსეთის თავდასხმა უკრაინის წინააღმდეგ. პუტინმა დიალოგის ბოლო ხიდები, ევროპაში მშვიდობის ბოლო ბურჯები გაანადგურა,“ - განაცხადა შტაინმაიერმა „დიდი შვიდეულის“ პარლამენტების თავმჯდომარეებთან გამართულ შეხვედრაზე.

შტაინმაიერის თქმით, „ერთიანი ევროპული სახლი, რაზედაც მიხეილ გორბაჩოვის პერიოდიდან იყოს საუბარი, ახლა ნანგრევებად არის ქცეული. აუცილებელია თანამოაზრეებს შორის მეტი თანამშრომლობა“, - განაცხადა გერმანიის პრეზიდენტმა. 

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉  უკრაინის ძალებმა ქალაქ კუპიანსკის აღმოსავლეთ ნაპირიც აიღეს

👉 ბრიტანული დაზვერვა: რუსეთმა შესაძლოა, წინააღმდეგობა არ გაუწიოს უკრაინული ძალების შეტევას ლუგანსკის რეგიონში

👉 ტაჯიკური მხარე ყირგიზეთის ტერიტორიის ხელში ჩაგდებას ცდილობს - ყირგიზეთის ეროვნული უშიშროების კომიტეტი